ჩვენი ინტელექტის მუშაობას უზრუნველყოფს ნერვული სისტემა, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან:
ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც მდებარეობს თავში და პერიფერიული ნერვული სისტემა, რომელიც განაწილებულია მთელ სხეულში.
ცნობილმა ფიზიოლოგმა სეჩენოვმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაადგინა, რომ აზროვნების პროცესი იწყება პერიფერიული ნერვული სისტემის რეცეპტორებიდან. გამომდინარე აქედან ცხადია, რომ ადამიანი მით უფრო ადვილად სწავლობს და ითვისებს მაშინ, როცა ამ პროცესში მთელი სხეულია ჩართული. ჩვენ ბევრად უფრო გაგვიადვილდება აზროვნება თუ რეალურად დავიწყებთ რამის კეთებას ხელებით.
მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანი იმახსოვრებს მხოლოდ 10% იმისა რაც მოისმინა და 90% იმისა რასაც აკეთებს. მიზეზი ის არის, რომ როცა რამეს ვაკეთებთ, აზროვნების პროცესში ჩართულია მთელი სხეული.
ტვინი ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემა სადაც აზრების დამუშავება ხდება, მაგრამ აზრები იწყება არა ტვინიდან. აზროვნების პროცესი იწყება პერიფერიული ნერვული სისტემიდან. ანუ, ნებისმიერი აზრი იწყება ჩვენი კუნთებიდან, ჩვენი გულიდან, ჩვენი ფილტვებიდან, კუჭიდან, გენიტალიებიდან და ა.შ. რომლებიც წარმოქმნიან გარკვეულ აზრობრივ ფონს, საიდანაც იწყება შემდეგ რეალურად აზროვნება.
თუ ფონი დამახინჯებულია, მაშინ აზროვნებაც დამახინჯებული იქნება.
მაგალითად, როცა ჩვენ ძალიან გვშია, რა საქმეზეც არ უნდა ვფიქრობდეთ, ჩვენი აზრები მაინც მუდმივად საკვებისკენ გაგვექცევა და შესაბამისად ჩვენი აზროვნების პროცესი იქნება არაეფექტური.
ამიტომ, იმისთვის, რომ გვქონდეს ძლიერი ჭკუა, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ, რომ ჩვენი სხეული იყოს ფორმაში. შეუძლებელია ეფექტურად აზროვნება როცა გშია, გწყურია, გამოუძინებელი ხარ ან გტკივა რამე. ნებისმიერი დარღვევა ჩვენს ორგანიზმში, იწვევს დარღვევებს აზროვნების პროცესში. რაზე შეიძლება იფიქრო თუ გტკივა კბილი?
ამიტომ პირველი ამოცანა ეფექტურად აზროვნებისთვის მდგომარეობს იმაში, რომ აზროვნების სხეულიებრივი ფონი იყოს ბუნებრივად მშვიდი, ჯანსაღი და კომფორტული.
იმისთის, რომ კარგად ჩავწვდეთ აზროვენბის ენერგეტიკას, მოდი ვნახოთ როგორ არის მოწყობილი აზროვნების ფიზიოლოგია.
ფიზიოლოგის თვალსაზრისით აზროვნება არის შემდეგი ორი პროცესის კომბინაცია:
1. ელექტრონული პროცესი — მუხტების მოძრაობა ნეირონებში (ნერვული უჯრედი)
2. ქიმიური პროცესი — სპეციალური ქიმიური ნივთირების გადატყორცნა ერთი ნეირონიდან მეორეში
როცა ეს ქიმიური ნივთირება ხვდება სისხლში, ის ზემოქმედებს, როგორც ჰორმონი. ეს იმას ნიშნავს, რომ აზროვნების პროსეცი და სხეული მჭიდროდ არიან ერთმანთთან დაკავშირებული.
თუ ჩვენ მხიარულ, პოზიტიურ რამეზე ვფიქრობთ, მაშინ თითქოს ჩვენი სხეულიც უფრო მსუბუქი ხდება. და პირიქით. თუ ჩვენ კარგი მოთელვა ჩავატარეთ ფიზიკურად და ენერგიულად ვგრძნობთ თავს, მაშინ ბევრად უფრო ეფექტურად ვიწყებთ აზროვნებას და ბევრად უფრო გვიადვილდება ამა თუ იმ ცხოვრებისეული ამოცანის გადაწყვეტა.
ამიტომ, თუ ჩვენ ვეწევით აქტიურ ფიზიკურ ცხოვრებას, რეგულარულად დავრბივართ, ვცურავთ, ვცეკვავთ, ან თუნდაც ვსეირნობთ სუფთა ჰაერზე, ამით არა უბრალოდ სხეულს ვწვრთნით, არამედ იზრდება ჩვენი ენერგეტიკა საერთოდ და ჩვენი ტვინიც და აზროვნების პროცესიც ხდება სულ უფრო ეფექტური.
სხეულის მომზადება აზროვნების პროცესისთვის
ტვინში ყველაზე ადრე ხვდება ტაქტილური შეგრძნებები. ამიტომ, ყოველთვის, როცა გვინდა დავიწყოთ ფიქრი რაიმე ამოცანის გადაწყვეტაზე, ეფექტურია დავიწყოთ ჩვენთვის ჩვეული ისეთი ფიზიკური მოძრაობებით, რომლებიც კავშირშია სამუშაო პროცესთან. მაგალითად, დაჯდომა მაგიდასთან. ფანქრის და ქაღალდის მომზადება.
ერთი გამომგონებელი, ყოველ ჯერზე, რაიმე გამოგონებაზე მუშაობის დროს ფიქრის დაწყებამდე თლიდა ფანქარს. ამბობდა რომ ამ დროს ხდებოდა მისი ტვინის შემზადება, ერთგვარად მომართვა ეფექტურ აზროვნებაზე.
მე, მაგალლითად, მაქვს რამოდენიმე რიტუალი ფიზიკური ქმედებებისა რომლებიც ძალიან მეხმარება აზროვნების პროცესის აქტივაციითვის.
პირველი ეს არის ბოლთის ცემა. სახლში ჩემი საყვარელი ადგილი არის ვერანდა. სწორედ ვერანდაზე ბოლთიც ცემის დროს მუშაობს ჩემი ტვინი ყველაზე პროდუქტიულად. ასევე ჩემი საყვარელი ნივთი არის ავტოკალამი. როცა რაიმე საკითხზე ფიქრი მჭირდება, მე ვიღებ ავტოკალამს და ვიწყებ ფურცელზე რაიმე ფიგურების ხაზვას. თუ ფურცელი არ მაქვს, საკმარისია უბრალოდ დავიწყო ავტოკალმით თამაში — თითებში ვატრიალებ და ამ დროს ტვინი თითქოს იქოქება და თანდათანობით მოდის მძლავრ სამუშაო მდგომარეობაში.
ფიზიკური ქმედებებით აზროვნების აქტივაციის მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მარტო სუფთა გონებრივი სამუშაო პროცესების დროს, არამედ ასევე იმ შემთხვევებშიც, როცა ვთქვათ პრობლემა დაკავშირებულია ფიზიკურ საგანთან. მაგალითად არ მუშაობს რაღაც მოწყობილობა. ასეთ დროს ეფექტურია დავიწყოთ იმით, რომ უბრალოდ ავიღოთ ხელში, გადავატრიალოთ, გადმოვატრიალოთ, დავატრიალოთ სახელურები თუ აქვს, მოვხსნათ თავსახურავი. ეს შეიძლება არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყოს მისი შეკეთების თვალსაზრისით, მაგრამ მნიშვნელოვანია აზროვნების პროცესის საჭირო ტალღაზე მომართვისთვის.
შემთხვევითი არ არის, რომ ხანდახან არქიტექტორები ქაღალდისგან აგებენ შენობის მოდელებს, სამხედროები ქვიშაზე ხაზავენ მომავალი ბრძოლების გეგმას. თვალსაჩინოება და ტაქტილურობა მკვეთრად ზრდის აზროვნების ეფექტურობას.
ბავშვებში ძალზე სწრაფად ვითარდება აზროვნება სათამაშოების დახმარებით. როცა ვიზრდებით, ჩვენ ვივიწყებთ ამ მეთოდს, არადა სულ ტყუილუბრალოდ. სათამაშოები მოზრდილ ადამიანსაც შეიძლება დაეხმაროს რთული ამოცანის გადაწყვეტის დროს.
სავარჯიშო — აზროვნების აქტივიზაცია
1. ჩამოწერეთ ფიზიკური ქმედებები, რომელთა დახმარებითაც თქვენ შეძლებთ აზროვნების ენერგეტიკის დონის ამაღლებას და შემდეგ რეგულარულად მიმართეთ მათ. (სირბილი, სეირნობა, ცურვა, სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობა)
2. ჩამოწერეთ იმ ფიზიკური ნივთების, სათამაშოების, მოდელების სია, რომელთა დახმარებითაც თქვენ შეძლებთ ხოლმე აზროვნების პროცესის აქტივიზაციას და შემდეგსი ყოველ ჯერზე, რაიმე ამოცანის გადაწყვეტაზე ფიქრი დაიწყეთ ამ ნივთებით «თამაში»
გაგრძელება იქნება…
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლლიერებით, ხვიჩა მებონია
გამოყენებული მასალა: კონსტანტინ შერემეტიევის სასაწავლო პროგრამები