fbpx

როგორ შევცალო ჩემი ცხოვრება?

ავტორი ჟოლო
586 ნახვა
0 კომენტარი
3

რაც მეტად ვაცნობიერებ საკუთარ თავს, მით უფრო  მეტი იარაღია ჩემს ხელთ დავეხმარო ადამიანებს, რომ იპოვონ საკუთარი თავი, განთავისუფლდნენ და სფინქსივით დაიბადონ ახლიდან”, – ამბობს ტრანსფორმაციული ქოუჩი და პიროვნული ზრდის ტრენერი ნინო გვაზავა.

თანამედროვე  სამყაროში პერსონალური  განვითარებისა და ქოუჩინგის მიმართ ინტერესი გაიზარდა.  პერსონალურ ტრენერსა და ქოუჩს შეუძლია ჩვენი ემოციები სწორად  დაალაგოს, ჩვენში წარმატების სურვილი  გააღვივოს და წარმატებული ცხოვრების შექმნაშიც დაგვეხმაროს.

ჩემი რესონდენტიც ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ცხოვრებისეული სიძნელეები ქოუჩინგით დაძლია და მერე გადაწყვიტა სხვებსაც დახმარებოდა ცხოვრებისეული სირთულეების მარტივად დაძლევასა და წარმატების მიღწევაში.

ნინო გვაზავა: ქოუჩინგი გახლავთ პროფესია, სადაც შემთხვევითი ადამიანები არ ხვდებიან … ეს არის მისია გზა, რომელიც თვით სამყარომ გიჩვენა … თუმცა, ყველას ჩვენი გოლგოთა გვაქვს გასავლელი . მე ოცი წლის ასაკში მომიხდა ტკივილიანი ცხოვრებისთვის ჩამეხედა თვალებში და ძალიან მემძიმა. მაშინ, ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა, – „ნინო, ეს შენთვის და შენს სასარგებლოდ ხდებაო ” – ვეტყოდი, არ გიყვარვარ ალბათ- მეთქი …

და  ერთხელაც, კუთხეში მიმწყვდეულმა , რომელსაც თითქმის ყველა  გზა მოსინჯული მჰქონდა, დავსვი შეკითხვა – როგორ შევცვალო ჩემი ცხოვრება ???

როდესც მზად ვართ, სწორედ მაშინ ხდება ჩვენს ცხოვრებაში სასწაულები … და მეც აღმოვჩნდი სამყაროში რომელიც ათავისუფლებს …

ჩემი განთავისუფლება ქოუჩინგით დაიწყო…

მგონია , რომ ზოგჯერ ჩვენივე არაცნობიერის ტყვეები ვართ … რომელმაც გალიაში გამოგვკეტა და ჩიტივით ვაწყდებით კედლებს …

– რა გზის გავლა მოგიხდათ ქოუჩობამდე და რატომ უნდა გვყავდეს პირადი ქოუჩი?

 – რა, თქმა უნდა ცვლილებები ყოველთვის  წინააღმდეგობასთანაა კავშირში …

მიუხედავად კარგი ოჯახისა, რომლის ხელშეწყობის გარეშეც არ მახსოვს წუთი, არაერთხელ მომიწია სიცოცლეს და სიკვდილს შორის გადებულ ბეწვის ხიდზე გავლა … შვილებთან ერთად გავიზარდე … მე მათ ვზრდიდი და ისინი მე. რაც ძალიან მეამაყება…

დღისით ჩემი შვილის სიცოცლისთვის ვიბრძოდი, ღამით კი მეგონა,  რომ ჩემთან ჭიდილში დაღლილი “სისუსტე ” იძინებდა და მე ამ დროს ვსწავლობდი და ვსწავლობდი …. რადგანაც ცოდნა ჩემს საბრძოლო იარაღად მიმაჩნდა ….

ქოუჩი გეხმარება გახდე ის ვინც რეალურად ხარ … გაიზარდო პიროვნულად და მიაღწიო იმას რაზეც ოცნებობ … ფიქრი ერთადერთი, რამაა რაც არასოდეს ჩერდება…. ეს ენერგიაა , რომელსაც თუ რესურსულად გამოიყენებ შეძლებ იყო ბედნიერი და წარმატებული…. რაც მთავარია შეძლებ შენი პოტენციალის პოვნას და მის სწორად გამოყენებას.

ანუ ქოუჩს და ქოუჩინგს ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია?

– ქოუჩი ჯერ საკუთარ თავს ეხმარება, შემდეგ კი იძლევა შესაძლებლობას,  გახდე ხიდი, რომ მეორე   ნაპირზე უსაფრთხოდ აღმოჩნდნენ ადამიანები .

ძალიან მიყვარს, როდესაც ადამიანებს სესიის პროცესში  სულში და გულში სინათლეს უნთებ…

ეს იმდენად სუფთა და ეკოლოგიური პროცესია  ორმაგ ენერგიას იძლევა …

ჩემი პროფესია ჩემთვის არის ხსნა, მიღწევა, გაცნობიერება, განთავისუფლება, აღდგომა და ფერიცვალება…

სესიის პროცესში შენ ხდები ახალი ადამიანის დაბადების მხილველი … და როცა ეს შენი მეშვეობით ხდება  ყოველ ჯერზე შენი სულიერი შობაც დგება …

ნეიროპლასტიურობა ანუ როგორ გამოვიყენოთ ტვინი

0 კომენტარი
3

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი