fbpx

… რომ მიიღო ის, რაც ნამდვილად გინდა …

ავტორი ჟოლო
2.8K ნახვა

ყველაფერი, რასაც კაცობრიობის ხელით შექმნილ სამყაროში ხედავ, სანამ რეალობად იქცეოდა, ვიღაც ერთი ადამიანის გონებაში ჯერ აზრად ან იდეად ჩამოყალიბდა.

შენს ცხოვრებაშიც ყველაფერი შენივე ან სხვა ადამიანის ნაფიქრალით, სურვილით ან რაღაცაზე ოცნებით დაიწყო. ფიქრებს ქმნილების ძალა აქვს. შენი აზრები შენ გარშემო სამყაროსა და ყოველივე იმას აყალიბებს, რაც შენ ირგვლივ ხდება.

ყველა რელიგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და ასევე თვითონ წარმატების ფართო, ზოგადი შეჯამება ასეთია: იმად იქცევი, რაზეც ფიქრში დროის უმეტეს ნაწილს ატარებ. შენი გარე სამყარო საბოლოოდ შენი შინაგანი სამყაროს ანარეკლი გახდება. გარე სამყაროსთან დაკავშირებული შენი გამოცდილება იმას ირეკლავს და უკანვე გიბრუნებს, რაზეც ყველაზე ხშირად ფიქრობ.

როცა წარმატებულ ადამიანებს ეკითხებიან თუ რაზე ფიქრობენ მეტწილად. ყველაზე გავრცელებული პასუხი ასეთია: დროის უმეტეს ნაწილს იმაზე ფიქრში ატარებენ, რა უნდათ და როგორ შეიძლება მოიპოვონ სასურველი. ისინი თავიანთ აზრებსა და საუბრებს, მათთვის ყველაზე სასურველი მიზნებისკენ მიმართავენ.

წარუმატებელი, უბედური ადამიანები კი დროის უმეტესობას იმაზე ფიქრსა და ლაპარაკში ხარჯავენ, რა არ სურთ, რომ ჰქონდეთ. ისინი უფრო ხშირად თავიანთ პრობლემებსა და სადარდებელზე ლაპარაკობენ და ასევე იმაზე, თუ ვინაა ამ ყველაფერში დამნაშავე.

კარგად განსაზღვრული მიზნების გარეშე ცხოვრება სქელ ნისლში ავტომობილის მართვას ჰგავს. რაც უნდა მძლავრი მანქანა გყავდეს, მაინც ნელა, გაუბედავად და ყოყმანით მიდიხარ, იდეალურად სწორ გზაზეც კი ძლივძლივობით მიიწევ.

მიზნების ჩამოყალიბება ამ გაურკვევლობას მაშინვე აქრობს და საშუალებას გაძლევს, შენი ენერგია და შესაძლებლობები იქით მიმართო, რაც ნამდვილად გინდა, რომ მიიღო.

ბრაიან თრეისი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment