fbpx

„საბოლოოდ ყველა მანძილი დაიძლევა, მთავარია გზიდან არ გადაუხვიო”

ავტორი Ann
773 ნახვა

მანძილი გამარჯობიდან ნახვამდიმდე წლებმა რაც არ უნდა დიდხანს გაწელოს მაინც ძალიან მოკლეა. ზოგადად, სიამოვნება რასაც მოაქვს სწრაფად სრულდება და აქ არ იგულისხმება მხოლოდ დრო… 

მე ტკივილების მწერალი ვარ. მე არ გამომდის ბედნიერებაზე ვწერო. ბედნიერებაც ძალიან პირობითი რამეა, მაგალითად, როგორც კარგი ქვეყანა, სწორი აზროვნება, ან თავისუფლება და ის რაც მე მაბედნიერებს არ ნიშნავს იმას, რომ შენც უნდა გაბედნიერებდეს.
შემიძლია დავწერო რომ “კართან სიმარტოვე მიცდის”, მაგრამ მე ვწერ რომ უბრალოდ მარტოსულად ვგრძნობ თავს.
სამყაროში, სადაც ამდენი ადამიანია და სადაც მუდმივად ვიღაცას ვეძებთ, პირველ რიგში საკუთარი თავის პოვნა გვიძნელდება, ან გვავიწყდება, ან არ გვინდა. მე დღემდე არ ვიცი ვინ ვარ… ჩვენს ნაწილებს სხვებში გვინდა მივაგნოთ. მივამსგავსებთ ხოლმე, შევივსებით და შემდეგ ისევ ვკარგავთ. განა სხვისი ბრალია… უბრალოდ საკუთარი თავის პოვნაა საჭირო. ჩვენშია ყველაფერი ის, რასაც შეუძლია ღიმილის უფლება მოგვცეს და კართან სიმარტოვე კი არა, მომავალი მიცდის, უბრალოდ მე არ ვდგები და არ გავდივარ ამ კარიდან… ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება მხოლოდ ჩვენი “ბრალია”. არასწორი არჩევანი, დაუფიქრებელი ნაბიჯები და გამოსავალი? – “ჩემი ბედის დედა …” არადა ბედი მგონი არც არსებობს. ეს კიდევ ერთი სისულელეა, რომელიც ადამიანებმა მოვიგონეთ.

მხოლოდ და მხოლოდ ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. იმდენი ნაბიჯის, რამდენიც გვაშორებს მიზანს. საბოლოოდ ყველა მანძილი დაიძლევა, მთავარია გზიდან არ გადაუხვიო. მეც ოდესმე ავდგები და გავაღებ ამ კარს. კარს, რომელიც დიდი ხანია მომავლისკენ მიხმობს…
და ბოლოს იმას, რაც გიშლის ხელს ბედნიერებაში, რაც შეიძლება მალე უნდა დაემშვიდობო.
გამარჯობა – ნახვამდის.”

ნიკა ნორიელი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment