fbpx

სად წავიდა სიყვარული?

ავტორი ჟოლო
1895 ნახვა
0 კომენტარი
5

ადამიანთა  უმეტესობა  აკეთებს  იმას, რაც  არ  სურს, ძალადობს  საკუთარ  თავზე. თითოეული  ასეთი  ძალადობით ისინი  იბოჭებიან, იკუმშებიან. ენერგია ვეღარ  მოძრაობს  მათში – არხები  ჩაიკეტა,  ველი  დეფორმირდა. ამ  ძალადობით  გამოწვეული  შებოჭილობისგან  გაჩნდა  დაღლილობა. რაც  წლები  გადის მცირდება  ენთუზიაზმი, ძალა, ხალისი. ნევროზი, აკვიატებული  ფიქრები, მოუსვენრობა და  შფოთი ყოველდღიურ რეალობად  იქცა.

      შემდგომ  ადამიანები  ერთმანეთს  სთხოვენ  სიყვარულს. სიყვარული  ისეთი  ყვავილია, რომელიც  თავისუფლებაში იზრდება. სიყვარული და  ძალადობა  ერთად  არ  არსებობს. როცა საკუთარი  თავის  ყოველმხრივი  ზეწოლისგან და  შებოჭვისგან, რომ  “უნდა  გააკეთო ” ეს თუ  ის, ადამიანი  იფიტება  აკლდება  ნერვული ენერგია, ის   ბუნებრივად  გადადის  თავდაცვის  რეჟიმში. ეგოიზმი არის  თავდაცვითი  რეაქცია.  რადგან ადამიანს  აღარ  ჰყოფნის  ენერგია  სხვაზე, ის  იწყებს  ენერგეტიკულ  ჩაკეტვას, რასაც  მიყავს  ის  ეგოიზმამდე.

      მოსთხოვო ასეთ  მდგომარეობაში  მყოფ  ადამიანს  სიყვარული, იგივეა  ქუჩაში  მდგომ  მათხოვარს  მოსთხოვო  რატომ არ  მაძლევ ფულსო. მერე  რელიგიურ, მორალური  განსჯა  იწყება – უსიყვარულობა  ცოდვაა  და  ა.შ.  როგორ  შეიძლება  ვინმეს  სიყვარული  მოსთხოვო, ან  “კარგი  საქციელი”? როცა  ის  ასეთ  მძიმე  ფიზიკურ და  ენერგეტიკულ  მდგომარეობაში  იმყოფება?

       თუ  გინდა  რომ  სიყვარული  დაბრუნდეს,  ადამიანს  უნდა  მოაცილო  სტრესი, ადამიანს  უნდა  დაანახო  რომ  საკუთარ  თავზე  ძალადობა  გზა  არ  არის. უნდა  აღჭურვო  შესაბამისი  ტექნოლოგიით, რომ განთავისუფლდეს  ქრონიკული  დაღლილობისგან,  დაუკმაყოფილებლობისგან,  დეპრესიისგან, და  ნახავთ  რომ სიყვარულის  ყვავილი  თავისით  დაიწყებს  გაფურჩქვნას.  ❤

Shivo Ramadatta

0 კომენტარი
5

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი