fbpx

საკუთარი თავის და ცხოვრების მასშტაბური ხედვა – როგორც ძლიერი მოტივაციისა და შთაგონების წყარო!

ავტორი ჟოლო
247 ნახვა

რამდენად ხშირად გიფიქრიათ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება 1 წლის შემდეგ?

დაა.. 5 წლის შემდეგ?

რამდენად ცხადად ხედავთ თქვენს თავს, თქვენს კარიერას, თქვენს გარემოცვას, ცხოვრების სტილს, ზოგადად თქვენს პიროვნებას – ვინ გახდით და სად მიხვედით 1, 5, თუნდაც 10 წლის შემდეგ?

შეიძლება იფიქროთ, რა საჭიროა ეს – ასე შორს წასვლა..

მაგრამ საკუთარი თავის და საკუთარი ცხოვრების მასშტაბურ ხედვას აქვს ძალიან, ძალიან დიდი ძალა – ეს იცით რამხელა მოტივაციას, შთაგონებას, ენერგიას, ენთუზიაზმს და ძალას იძლევა?

იმის კარგად ცოდნა და ცხადად ხედვა თუ საით მივდივართ და ვინ ვიქნებით მომავალში ძალიან გვეხმარება დღეს გავუმკლავდეთ იმ წინააღმდეგობებს თუ ბარიერებს, რაც შეიძლება შეგვხვდეს ცხოვრებაში ჩვენი მიზნების და ოცნებების ახდენის გზაზე… რომ არ დავნებდეთ, რომ შევინარჩუნოთ რწმენა და შემართება… ეს გვეხმარება, რომ საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრება უფრო მასშტაბურად დავინახოთ, ამ ხედვით ვიხელმძღვანელოთ და დღეს არ ვიფიქროთ იმ ვიწრო ხედვით, რასაც მხოლოდ დღევანდელ თუ გუშინდელი დღე გვაძლევს.

ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც 2 წლის წინ, კიევში ყოფნის დროს, ჩემმა მენტორმა მიკოლა ლატანსკიმ პლატინიუმ ჯგუფის შეხვედრის დროს გაგვაკეთებინა ჯეკ კენფილდის ძალიან მაგარი სავარჯიშო – “წვეულება 5 წლის შემდეგ.” მოვაწყვეთ წვეულება და 2 საათის განმავლობაში ყველანი ვიყავით 2020 წელში  ძალიან მაგარი იყო, ერთმანეთს ვუზიარებდით რა ხდებოდა დღეს, 2020 წელს ჩვენს ცხოვრებაში, რას მივაღწიეთ, ვინ გავხდით და ა.შ – უნდა ვაღიარო ამაზე ძლიერი სავარჯიშო ჯერ არ გამიკეთებია, ძლივს დამაბრუნეს 2015 წელში  და ეს ხედვა დღეს, ყოველდღიურად მეხმარება რომ საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას სხვა კუთხით შევხედო და ყოველდღიურ პრობლემებზე თუ სირთულეებზე მაღლა დავდგე, უფრო გაბედულად ვიმოქმედო და მეტი გავრისკო… განსაკუთრებით მაშინ როდესაც წარმოვიდგენ კიდევ რამდენი რამ არის გასაკეთებელი, კიდევ რამდენჯერ მაქვს დასატოვებელი ჩემი კომფორტის ზონა

ამ დროს გაჩენილი შიშები, ეჭვები, შფოთვა ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივია, ეს ყველას გვეუფლება, როდესაც ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც ჯერ არ გაგვიკეთებია და თუ მარტო დღევანდელი დღით შევხედავთ მათ დიდი შანსია დავნებდეთ და შიშებმა, ეჭვებმა, იმედგაცრუებამ გვძლიოს –  მაგრამ როდესაც გვაქვს იმის ხედვა ზუსტად სად მივდივართ, ვინ გავხდებით ამ საინტერესო და გამოწვევებით სავსე გზაზე, რამდენად გავიზრდებით, განვვითარდებით, რამდენად სასარგებლოები გავხდებით სხვებისთვისაც, ეს სირთულეები საგრძნობლად კარგავენ ძალას… სწორედ ეს მომწონს ყველაზე მეტად ქოუჩინგში, რომ გვაძლევს ამ ხედვას და ამ ხედვასთან ერთად დიდ რწმენას, ძალას, შთაგონებას და მოტივაციას…

დღეს ჩემს ერთ-ერთ კლიენტთან დავასრულე რესურსების აღმოსაჩენი მეთოდით “ბალანსის მოდელი”-თ მუშაობა და მეოთხე სესიაზე, მეოთხე ტექნიკას კიდევ ერთხელ რომ დავაკვირდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან ძლიერია და ზუსტად ამ მაშტაბურ ხედვას იძლევა, რისი დახმარებითაც დარწმუნებული ვარ ჩემი კლიენტები რამდენჯერაც გადახედავენ ამ სესიაზე გაკეთებილ ჩანაწერს, იმდენჯერ უფრო მოტივირებულები, შთაგონებულები გახდებიან და ყოველ ჯერზე კიდევ უფრო მეტად მოემატებათ ძალა მიჰყვნენ თავიანთ გეგმას, ნაბიჯებს და არ დანებდნენ!

რობინ შარმა ამბობს “თუ თქვენი ოცნებები და მიზნები არ გაშინებთ, ისინი საკმარისად დიდები არ არის” – მე პირადად რამდენჯერაც წარმოვიდგენ მათ, ძალიანაც მაშინებს,  მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემი ცხადი ხედვა ძალიან დიდ ძალას მაძლევს… რომ ვიცი, რომ ეს რეალურია, ეს შესაძლებელია და რომ ვიცი რა შედეგებს მომიტანს, რამდენად გამზრდის, უკვე განცდილი რომ მაქვს რას ნიშნავს იქ ყოფნა, რა მაგარიაა და რა კარგი შეგრძნებაა – ეს შიში ქრება და ეს ყველაფერი ძალიან აზარტულ და საინტერესო გამოწვევას ემსგავსება – ეს ყველაფერი კი სწორედ ქოუჩინგის დამსახურებაა!! ჩემი ცხოვრება მართლა იყოფა ორ ნაწილად – ქოუჩინგამდე და ქოუჩინგის შემდეგ!

საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას შეხედო მომავლიდან – ძალიან მაგარიაა!!!

თქვენ რამდენად გაშინებთ თქვენი ოცნებები და მიზნები?

რამდენად ცხადად ხედავთ ვინ იქნებით, ვინ გახდებით მათი მიღწევის შემდეგ?

რამდენად შეიცვლება თქვენი ცხოვრება და თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროები?

რამდენად ნათლად ხედავთ რამდენად სასარგებლო იქნება ეს სხვა ადამიანებისთვისაც?

რამდენად ცხადად შეგიძლიათ ამ ყველაფრის წარმოდგენა და შეგრძნება?

და რამდენად გეხმარებათ ეს დღევანდელი სირთულეების და წინააღმდეგობების გადალახვაში?

შინაგანი ძალის ექსპერტი – თინათინ ბასილაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment