როგორც კი ვცვლით ჩვენს წარმოდგენას, მოვლენის ან სიტუაციის მიმართ – ტვინიც ცვლის ემოციებს, მის მიმართებაში. ნეირობიოლოგ ჯეიმს გროსის ერთ–ერთ წიგნში აღწერილია, საინტერესო ექსპერიმენტი:
პროფესორი ოშნერი იკვლევდა ადამიანის ემოციებს ტომოგრაფიის საშუალებით.
მონაწილეებს აჩვენებდნენ ერთი და იგივე სურათს: ადამიანის გამოსახულება, რომელიც იდგა ეკლესიის გვერდით და ტიროდა.
თავდაპირველად, ადამიანები გამოხატავდნენ თანაგრძნობას და წუხილს.
თუმცა, იმის მერე, რაც მათ უთხრეს, რომ ეს სიხარულის ცრემლებია და პიროვნება იმყოფება ჯვრისწერაზე – ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ემოციები, შეიცვალა საფუძვლიანად.
პროფესორი, ამ მოვლენას ხსნის იმით, რომ ჩვენი ემოციები დამოკიდებულია ჩვენს წარმოდგენებზე: როგორც კი ვცვლით წარმოდგენას – ემოციებიც განიცდის ცვლილებას.
ასე, რომ თუ საკუთარ თავს ეტყვით:
„დღეს, უბრალოდ ცუდი დღეა“
თქვენი წარმოდგენა სინამდვილეში შეიცვლება და ნეგატიური ემოციები განდევნის პოზიტიურს.
რეალურად, შედეგიც არ დააყოვნებს….
ჯეიმს გროსის გამოკვლევამ ( რომელსაც აღწერილი აქვს მას თავის წიგნში) აჩვენა, რომ ადამიანების ის კატეგორია რომლებიც იყენებს პარაქტიკაში „ბრაზის გადაადგილების“ ტექნიკას, ჰყავთ გაცილებით მეტი მეგობრი და აქვთ მეტი კონტაქტები.
ბრაზისგან გასანთავისუფლებლად საჭიროა:
არ ჩავრთგუნოთ ბრაზი – შეიძლება გარშემომყოფნი ვერც ხედავენ მის გამოჩენას, მაგრამ სამგიეროდ ძალიან კარგად გრძნობენ თქვენს მდგომარეობას, ამიტომ ურთიერთობები მაინც ფუჭდება.
ნუ ჩაიხვევთ და მითუმეტეს, ნუ გადმოანთხევთ თქვენს უარყოფით ემოციებს გარშემომყოფებში – გამოთქვით უკმაყოფილების მიზეზი მშვიდად და კონსტრუქციულად – გეთაყვა ფორმაში.
ნუ გააზვიადებთ თქვენ სიბრაზეს, თქვენთვისვე იქნება ცუდი. გადააფასეთ სიტუაცია – უბრალოდ უთხარით თავს: „მე აქ არაფერ შუში ვარ – მას უბრალოდ, ცუდი დღე აქვს“
ახლა, კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად, რჩება ბოლო ნაბიჯი –აპატიე.
ეს გჭირდებათ თქვენ და არა სხვას.
გახსოვდეთ: „იყო გაბრაზებული და ნაწყენი ვინმეზე – ეს იგივეა, დალიო შხამი და ამ დროს იფიქრო, რომ მოკვდება ის, სხვა“...
თამარ კვარაცხელია
წყარო: zrda.wordpress.com