fbpx

სამშობლო უფრო ღრმადაა… უფრო შიგნით…

ავტორი ჟოლო
2.1K ნახვა
HELLADOS

– როგორ აგიხსნა… – თქვა ბოლოს იანგულიმ. – მე ჩემი დედა არ მახსოვს, მამა კი მთელი დღე ან ბოსტანშია, ან საშოვარზე. მე ვენეციის გზატკეცილზე გავიზარდე, ქუჩაში… ჩემი ელადა, ჩემი სამშობლო სოხუმია, ვენეციის გზატკეცილი, ჩალბაში, კოკა, პეტია, კურლიკა, ფემა… შავი ზღვა, ჩემი ვირი, რკინიგზის ხიდი…

– იანგული ცოტათი შეყოვნდა. მერე ისევ განაგრძო: – მიდა… მიდა და შენც…

სახელი „მიდა“ იანგულიმ პირველად ახსენა ჩემთან, მაგრამ არ მიკითხავს, მიდა ვინ არის-მეთქი, რადგან კოკასაგან ვიცოდი: მიდა აფხაზზე გათხოვილი ბერძენი ქალი იყოს შვილი იყო. მიდაზე ლამაზი გოგო სოხუმში არ დადიოდა და ეს გოგო იანგულის უყვარდა.

– გაიგე ახლა? – მკითხა იანგულიმ და თვალებში შემომხედა. მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ასეთი სიტყვები ჩემს სიცოცხლეში პირველად მესმოდა.

– კი მაგრამ ეგ რაღაა? – ვკითხე. მკერდზე ხალათი გადავუწიე და ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე ხმამაღლა.

– ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა… უფრო შიგნით… – თქვა იანგულიმ და ხელი მკერდზე დაიდო. მე ყელში გაჩხერილი მუშტისოდენა ბურთი გადავყლაპე და ვიდრე რამეს ვუპასუხებდი, იანგულიმ ვირს ხელი მოჰკიდა, აღვირი მოქაჩა და ეზოდან გავიდა.

ოდარ დუმბაძე 

HELLADOS 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment