მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ერთ შოტლანდიელ გლეხს, სახლში დაბრუნებისას ბავშვის შემზარავი ყვირილი მოესმა, ბავშვი შველას ითხოვდა. გლეხი იმ მიმართულებით გაიქცა, საიდანაც ხმა ისმოდა, ახლოს მისულმა დაინახა ბავშვი, რომელიც ჭაობში იხრჩობოდა.
გლეხმა სასწრაფოდ მოტეხა გრძელი ტოტი და გაუწოდა. ბავშვი მოეჭიდა ტოტს და ამგვარად დააღწია თავი ჭაობს. მერე კი კარგა ხანს ვეღარ იკავებდა ცრემლებს.
„წამოდი ჩემთან, მოისვენე, გაშრი, გათბი”, – შესთავაზა გლეხმა პატარას. მაგრამ ბავშვისაგან უარი მიიღო ” – მამა მელოდება, ალბათ ძალიან ნერვიულობს”.
მეორე დღეს გლეხის სახლს მდიდრული ეტლი მიადგა, რომელზედაც ჯიშიანი ცხენები იყვნენ გამობმულნი. ეტლიდან მდიდრულად ჩაცმული ჯენტლმენი გადმოვიდა და იკითხა:
-თქვენ გადაარჩინეთ გუშინ ჩემი შვილი?
-დიახ – უპასუხა გლეხმა.
-რამდენი გადაგიხადოთ?
-არაფერი, მე მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი ნორმალური ადამიანი.
-არა, მე არ შემიძლია ეს ასე უბრალოდ დავტოვო, ჩემი შვილი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მითხარით რამდნიც გნებავთ – არ ეშვებოდა მდიდარი ჯენტლმენი.
-მე აღარ მინდა ამ თემაზე მეტი საუბარი, კარგად ბრძანდებოდეთ – უპასუხა გლეხმა და გაბრუნდა… ამ დროს სახლიდან გამოიქცა პატარა ბიჭი.
– ეს თქვენი შვილია? – იკითხა მდიდარმა სტუმარმა.
-დიახ-ამაყად უპასუხა გლეხმა და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა.
-მოდით, მაშინ გავაკეთოთ ასე, მე წავიყვან თქვენს შვილს ლონდონში, დავაფინანსებ მის განათლებას. თუ ის ისევე მადლიერია როგორც მამამისი, მაშინ არც მე და არც თქვენ არ ვინანებთ ამ გადაწყვეტილებას.
გავიდა რამდენიმე წელი, ფერმერის შვილმა დაამთავრა სკოლა, მედიცინის უნივერსიტეტი და მალე მისი სახელი გაიგო მთელმა მსოფლიომ, ის იყო ადამიანი, რომელმაც გამოიგონა პენიცილინი. მას ერქვა ალექსანდრე ფლემინგი.
ომის დაწყების წინ, ერთ-ერთ მდიდრულ კლინიკაში მოათავსეს სწორედ იმ მდიდარი ჯენტლმენის შვილი, ფილტვების ანთების მწვავე დიაგნოზით და როგორ ფიქრობთ რამ გადაარჩინა მისი სიცოცხლე ამჯერად? დიახ პენიცილინმა, რომელიც შექმნა ალექსანდრე ფლემინგმა. ხოლო მდიდარი ჯენტლმენი, რომელმაც დააფინანსა მისი განათლება, იყო პანდოლფ ჩერჩილი, მისი შვილი კი უინსტონ ჩერჩილი, რომელიც შემდგომ ინგლისის პრემიერ-მინისტრი გახდა.
სწორედ ამის გამო, ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა თქვა: “შენი გაკეთებული, შენვე დაგიბრუნდება”.