fbpx

„სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ“ – სასწაულმოქმედი რეცეპტი

ავტორი ჟოლო
6K ნახვა

– ნახვამდის, ძვირფასო და დაიმახსოვრეთ: აპატიეთ, აპატიეთ და კიდევ ერთხელ, აპატიეთ! სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ! გისურვებთ ჯანმრთელობას!.. შემდეგი!

– ექიმო, გამარჯობა!

– ღმერთმა ჯანი მოგცეთ. რას უჩივით?

– რაღაცნაირად ვარ, მერიდება…

– აქ მობრძანდით… მობრძანდით, დაბრძანდით! ასე მოხერხებულად ზიხართ?

– დიახ… არა… არ ვიცი.  ალბათ…

– ალბათ?… თუ მართლა მოხერხებულად?

– აბა, რა ვიცი ექიმო! თითქოს და არაუშავს…

– «თითქოს და არაუშავს» – ეს ნიშნავს არანაირად. შეუძლებელია იყოთ «არანაირად», თქვენ ხომ არსებობთ?

– სწორედაც, ექიმო! კი არ ვცხოვრობ, ვარსებობ! რა ზუსტად თქვით. თქვენთან სწორედ ამიტომაც მოვედი..

– რა გაწუხებთ, საყვარელო? რა გტკივათ?

– სული, აი, აქ გულთან მტკივა. თქვენ ხომ სულის ექიმი ხართ?

– კი მაგრამ თქვენი სული რამ ააფორიაქა?

– არ ვიცი. შეიძლება ასეც არის. მე მას ვერ ვგრძნობ. საერთოდ მგრძნობელობა დავკარგე.

– რაში გამოიხატება ეს?

– აი… მაგალითად, არაფრით არ შემიძლია სიტყვა «მიყვარხარ» წარმოვთქვა.

– მართლა? ჰო, ეს ძალიან გავრცელებული ავადმყოფობაა. თუ შეიძლება ჩამომითვალეთ, თქვენი კვების რაციონი, რითი იკვებებით?

– კვება?…  ჩვეულებრივ – ყავა, ფაფა სხვადასხვა, წვნიანი, ხორცი – ყოველდღიურად არა, ბოსტნეული, ხილი. განსაკუთრებული არაფერი.

– ტკბილეულებიდან –  რას ანიჭებთ უპირატესობას?

– ძალიან, მიყვარს შოკოლადი, ნაყინი, ნამცხვრებიც მიყვარს.

– ჰოო? გიყვართ! ესე იგი შეგძლებიათ სიტყვა «მიყვარს» თქმა.

– არა, თქვენ ვერ გამიგეთ. მე ადამიანებს ვერ ვეუბნები  «მიყვარხარ».

– და რატომ?

– არ ვიცი. ამის გასარკვევად მოვედი თქვენთან.

– გასაგებია. მაშ ასე საყვარელო, ისუნთქეთ! ღრმად ისუნთქეთ! და რატომ დაიძაბეთ ასე?

– ღრმად სუნთქვა არ შემიძლია, “სული მეკვრის“.

– სწორედ ასე ჩავწერთ: თავს არ აძლევს უფლებას, ისუნთქოს „სავსე მკერდით“. კიდევ ერთხელ… ახლა, არ ისუნთქოთ. არ ისუნთქოთ… არ ისუნთქოთ… ახლა შეგიძლიათ ისუნთქოთ… გატყობთ თქვენთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა – სუნთქვის გაჩერება.

– რატომ? მე ხომ თითქოს და ვსუნთქავ?

– სწორედაც, «თითქოს და»… სინამდვილეში – გეჩვენებათ. გეშინიათ ბოლომდე გაშალოთ ფილტვები. ეს მიანიშნებს – გრძნობებსს თავში თრგუნავთ, ბოჭავთ, კლავთ, არ აძლევთ გამომჟღავნების საშულაებას!

-კი მაგრამ, მიუღებელია გრძნობების საჯაროდ გამომზეურება. „ვიღაც“  ხომ არა ვარ? ქალი უნდა იყოს თავშეკავებული და ემოციები მოთოკოს.

– როგორ ფიქრობთ, შეკავებული ემოციები სად მიდის ან მოთოკილი ემოციები სად მიგაქვთ?

– ბატონო? რა? ვერ გავიგე…

– ემოციები, თქვენი ემოციები? რისხვა, წყენა, შური… ისინი ხომ არსებობენ?

– არა! არა! ეს ცუდი გრძნობებია. მე მათ ჩანასახშივე ვახშობ.

– ხედავთ, ძვირფასო,  აიხსნა თქვენი პრობლემა სუნთქვასთან დაკავშრებით. დაგიგროვდათ ჩახშობილი „ჩანასახები“, მთელი მკერდი გაჭედილი გაქვთ. ამიტომაც ჰაერი ვეღარ მოძრაობს და სუნთქვა გიჭირთ.

– რაო ექიმო? თქვენ რა, მირჩევთ თავშეუკავებლობას და ადამიანებთან გრძნობების გადმოხეთქვას?

– სრულებითაც არა, ძვირფასო. ასეთი რჩევა თქვენთვის არ მომიცია. მაგრამ გრძნობების დათრგუნვა – საკუთარი თავის მიმართ დანაშაულია.

– მაშინ, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს?

– აღიარეთ, რომ ისინი არსებობენ. ნე გაურბიხართ. უწოდეთ სახელები და მიეცით უფლება იყვნენ. ზოგჯერ ეს საკმარისია, რომ ბრაზი ჩაქრეს, წყენა გაქრეს.

– შეუძლებელია!

– ეს არის ჩემი რეცეპტი. გინდათ გამოიყენეთ, გინდათ – გააგრძელეთ წყენების ყლაპვა. თითოეული პაციენტი თავად ირჩევს, როგორ მოიქცეს. მოდით, ახლა, მუცლის ღრუს გაგისინჯავთ. ასე გტკივათ? აი, ასე?

– უი, ტკივილით არა, მაგრამ რაღაც არ მსიამოვნებს. უკან, ხერხემალს გადასცემს.

– შესაბამისად, აქ გაქვთ ჩალაგებული უსიამოვნოებები.

– უი, უი აი, იქ კუჭქვეშ კი ძალიან მტკივა! თითქოს ქვა გადამეყლაპოს.

– ო, ჩემო კარგო, ვიღაცამ გაგაბოროტათ ეტყობა, გადაყლაპეთ და აქ მალავთ, ახლა სიმძიმედ გაწევთ. ვინემზე ხართ ძალიან გაბრაზებული?

– ოი, ოი… რა ვიცი, მაგრამ როგორ მტკვივა!…

– სრულებით გეთანხმებით მძიმე ტვირთია. რეკომენდაციას გიწევთ გადაყაროთ. წლებთან ერთად უფრო დამძიმდება, ასეთი თვისება აქვს – ყველანაირ ნეგატივს იკრავს.

– კარგით, მადლობა. მივხედავ ამ ქვას, მაგრამ ახლა ამისთვის არ მოვსულვარ. რატომ ვერ ვამბობ სიტყვა  «მიყვარხარ»?

– და ხელს რა გიშლით?

– არ ვიცი, ხელს რა მიშლის. რაღაცნაირად … მრცხვენია.

– გრცხვენიათ? გამოდის თავს იკავებთ! გასაკვირი არ არის, ასეთი შებოჭილობა – სივიწროვეში, მომწყვდეულში ამყოფებთ სხეულს. სიყვარული – თავისუფალია, როგორც ჩიტი. მან კი სად უნდა გაშალოს ფრთები, როდესაც ასეთ დღეში ხართ?

– კი მაგრამ რატო? რატომ ვარ ასეთი შებოჭილი?

– ამის გარკევევას ვცდილობთ, ძვირფასო! მოდით, თქვენი ნებართვით, ახლა „დავაკაკუნებ“.

– ოი! ოი! არ გინდათ, რა! გთხოვთ ნუ ურტყამთ! მეშინია!

– გამოდის თქვენს შიშებსაც მიადგნენ. მადლობა ღმერთს! მაგრამ ხომ არ გტკივათ? რისი გეშინიათ?

– ტკივილის მეშინია! არ მინდა მტკიოდეს!

– როგრო ფიქრობთ, როდის გტკივათ?

– როდესაც დაიზიანებ რაღაცას. როდესაც დაიწვავ. დაეცემი. როდესაც დაუფიქრებლად იქცევი. როდესაც, რაღაცას წამოჰკრავ! ბასრი კუთხეებისგან – მწარედ გტკივა.

– ეეე, ჩემო კარგი! თქვენ სიყვარულის გშინებიათ, ასე გამოდის!

– მე? მეშინია??? ეგ რა შუაშია…

– სიყვარული ხომ – აღმაფრენაა!!! ასე არ არის? აღმაფრენაც არის და დაცემაც, დაჯახებაც, საშიში მოსახვეებიც.  მის ბასრ კუთხეებს, ვერსად გაექცევით – უნდა ისწავლოთ მათი გამოსწორება ან გვერდის ავლა. შეუძლებელია სიყვარული იყოს ფრთხილი! თუ ცეცხლის გეშინიათ – როგორ დაანთებთ გულში სიყვარულის ცეცხლს? «სიყვარულის ცეცხლი» – თუ გაგიგიათ ასეთი რამ?

– ექიმო… ვიცი. მქონდა ეს ყველაფერი. იყო ჩემს ცხოვრებაში დიდი აღმაფრენაც და სიყვარულის ცეცხლიც, დალურჯებაც და კოპებიც… და სისხლიანი ჭრილობებიც არ დამკლებია. დასაწყისში ისეთი ფრენაა – სუნთქვა გეკვრის! შემდეგ, ისე ენარცხები მიწას, ძლივს პოულობ საკუთარი სხეულების ნაწილებს, თავიდან ასაწყობად! მოკლედ, ერთ დროს, დამწვა მე სიყვარულმა.

– ამიტომ ახლა, გეშინიათ…

– დიახ. მეშინია. მეშინია, რომ ვერ გამიგებენ. უარს მეტყვიან, მიმატოვებენ, მომატყუებენ, მაწყენინებენ, დამჭრიან, მატკენენ. მეტს ვერ გადავიტან, ვერ გავუძლებ. ეს ისეთი მტკივნეულია, როდესაც გათელილი გული ხელში გიჭირავს!

– ამიტომ, თქვენ გამოამწყვდიეთ, შებოჭეთ გრძნობები, დაიფარეთ თავი ტკივილებისგან. ხვდებით, რატომ გიჭირთ სიტყვა «მიყვარხარ» წარმოთქმა… უბრალოდ, გეშინიათ! გეშინიათ ტკივილის. კიდევ ერთხელ, გულის გატეხვის გეშინიათ.

– დია, დია, დიახ. ასეც არის. მინდა სიყვარული! ძალიან მინდა! მაგრამ ძალიან მაშინებს! მეშინია! დამხმარეთ ექიმო!

– ნუ ნერვიულობთ, საყვარელო. თქვენი ავადმყოფობა მომაკვდინებელი ნამდვილად არ არის, პირიქით, განკურნებადია. რეცეპტიც მარტივია. ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული.

– და რა?

– და არაფერი. თუ შეგიყვარდებათ თავი – არასდროს მისცემთ ვინმეს უფლებას, დაგჭრათ. თავადაც, დაუფიქრებელი მოქმედებებით არ დაიზიანებთ თავს. აირჩევთ მხოლოდ საუკეთესოს,  სასარგებლოს. მიაგნებთ ბედნიერების წყაროს და არასოდეს არავინ შეეცდება თქვენს წყენას ან გაბრაზებას! რადგან დადგებით ამ ყველაფერზე მაღლა.

– კი მაგრამ… რას მეუბნებით? მე ახალა ჩემი თავი, არ მიყვარს?

– უკვე იწყებთ!… სხვანაირად აქ არ იქნებოდით. უკვე დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა – ეს კი კარგის ნიშანია.

– კი… მაგრამ, რას ნიშნავს – თავის სიყვარული?

– თავდაპირველ ეტაპზე მოუსმინეთ თავს, ისწავლეთ ეს. გაერკვიეთ სურვილებში, გრძნობებში. თორემ, რასაც არ შეგეკითხებით, ყველაფრზე მპასუხობ – «არ ვიცი», «ვერ ვგრძნობ». თუკი თქვენ არ უსმენთ საკუთარ თავს, სხვებმა რატომ უნდა მოგისინონ?

– კი, მაგრამ მე მეგონა…

– რა გეგონათ, რომ თუ კი საწყალი და დაუცველი იქნებოდით, ვინმე დაგინდობდათ? არა ძვირფასი, შეცდით! დაგჭრიან კიდეც, დაგამცირებენ… მსგავსი იზიდავს მსგავსს, ძალიან დიდი ხანია ეს დამტკიცებულია.

– რა გავაკეთო? როგორ ვისწავო საკუთარი თავის სიყვარული?

– დაინდეთ თავი, შეაქეთ, წაახალისეთ, დროდადრო გაახარეთ – იცოდით ამის შესახებ? არ გადაიტვირთოთ! არ გააკეთო ის, რისი გაკეთებაც არ გინდათ! არავის მისცეთ უფლება გაწყენინოთ და არ მისცეთ თავს უფლება გეწყინოთ!

– ეს როგორ გავაკეთო, როდესაც საწყენ სიტყვებს მეუბნებიან?

– ძალიან მარტივად, თქვენ პასუხობთ: «მე ეს ვერ გავიგე!». პირდაპირ ვერ ეტყვი? თქვი გულში! რა თქმა უნდა, თუ არ გინდათ ყველაფერი ისევ შიგნით ჩაალაგოთ, წყენები ყლაპოთ და ლოდები ათრიოთ.

– არავითარ შემთხვევაში… უკვე ვიცი და ასეთ სიმძიმეებს არ ავიკიდებ, ვისწავლი თავის სიყვარულს, ვისწავლი დანდობას და სისაძაგლეებს ყურს არ დავუგდებ.

– ძალიან კარგი. გამოიყენეთ ეს რეცეპტი. მალე იგრძნობთ –გაგინთავისუფლდათ ადგილი სიყვარულისთვის. ვფიქრობ, საკითხი ამოწურულია და შეგვიძლია დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მედიცინამ თავისი სიტყვა თქვა, აწი თქვენ იცით.

– მოიცადეთ ექიმო! კი მაგრამ რანაირად განთავისუფლდება თუ იქ, ამდენი რამეა?

– დიახ-დიახ… ქვების მარავალფეროვნებაა, იხარეთ, ბლომად გაქვთ დაგროვილი…  გადაყლაპული წყენები… ისე, ძალიან კი შეეცადეთ დაგროვებას, ძვირფასო!

– მერე, რა გავაკეთო?

– აი, აქ კი საყვარელო, ერთადერთი რეცეპტი არსებობს: აპატიეთ, აპატიეთ და კიდევ ერთხელ, აპატიეთ! დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ! გისურვებთ ჯანმრთელობას! შემდეგი!..

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment