fbpx

საზაფხულო კაფე, რომელსაც თქვენც ისურვებდით ამ ქალაქში

ავტორი ჟოლო
212 ნახვა

ცნობილი იტალიელი პოეტის, მწერლისა და სცენარისტის ტონინო გუერას ისტორია ნეაპოლის საზაფხულო კაფეზე

“ერთხელ მე და დე სიკა მისი ფილმის (“ქორწინება იტალიურად”) სცენარზე ვმუშაობდით. ამისთვის ნეაპოლში მომიხდა ჩასვლა. დე სიკამ ნიშნისმოგებით მითხრა: “ვიცი, რომ ჩრდილო იტალიელებს სამხრეთელები ნაკლებად გიყვართ. ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ, რის გამოც სამხრეთელები უფრო შეგიყვარდება”.

დე სიკამ ყავაზე დამპატიჟა. სადგურის მოედანზე, საზაფხულო კაფეში დავსხედით. ორი ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა და ერთ-ერთმა მიმტანს უთხრა: “ხუთი ყავა – ორს აქვე დავლევთ, სამს დავიმახსოვრებთ”.

მათ მართლაც ხუთი ფინჯანი ყავის საფასური გადაიხადეს. თითო-თითო ფინჯანი ყავა დალიეს და წავიდნენ. მე დე სიკას მივუტრიალდი: “რას ნიშნავს დამახსოვრებული ყავა?” დე სიკამ მითხრა: “მოიცადე”. შემოდიან ახალგაზრდები, გოგონები, ვაჟები. ჩვეულებრივად უკვეთავენ ყავას, საფასურს იხდიან, სვამენ და მიდიან.

კაფეში სოლიდურად ჩაცმული მამაკაცები შემოვიდნენ. ისინი სამნი იყვნენ, მაგრამ შვიდი ყავა შეუკვეთეს: “სამს დავლევთ, ოთხი – დავიმახსოვროთ”. შვიდი ყავისას იხდიან, სვამენ სამ ფინჯან ყავას და მიდიან. შემდეგ ერთმა ბიჭმა შეუკვეთა ორი ფინჯანი, ერთი დალია, ერთიც დაიმახსოვრა. მე დე სიკას ვუყურებდი, ის – დუმდა. შუადღე დადგა.

მზე ანათებდა. გაღებული ვაგზლის წინ მდებარე მოედანი მზის თვალისმომჭრელ სინათლეში იყო გახვეული. ამ სინათლეში ნელ-ნელა ჩრდილი გამოიკვეთა. კაფეში წყნარად შემოვიდა აჩაჩულ-დაჩაჩული მათხოვარი. მან აქეთ-იქით მორიდებით მიმოიხედა, შემდეგ ბარმენს ჩუმად, ძლივს გასაგონად მიმართა: “დამახსოვრებული ყავა არის?”

ეს ერთგვარი ქველმოქმედებაა, ამგვარადვე ტოვებენ საჭმელის ფულსაც – მითხრა დე სეკამ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment