მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვენ თავს სიხარული მიანიჭოთ.
ეძებეთ სიხარული თქვენში.
თუ ფიქრობთ, რომ სიხარულს საყვარელი ადამიანი მოგანიჭებთ, ცდებით. როგორც კი ამას იფიქრებთ, მაშინვე გადაიქცევით ვამპირად, რომელიც ცდილობს ამოწოვოს სიხარული სხვა ადამიანისგან.
შეჩერდით! ეს ჩიხია.
სხვა ადამიანებში თქვენი სიხარული არ არის.
გახსოვდეთ: თუ თქვენ იტანჯებით – საკუთარი თავის გამო იტანჯებით.
შეყვარებულების ჩხუბი – ეს არის მცდელობა ამოწიწკნონ სიხარული ერთიმეორისგან.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სიხარული სხვა ადამიანებისგან მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ შეიყვარებთ, მაგრამ კი არ დაიწყებთ მათ შეცვლას, არამედ დაეხმარებით რომ ყვავილის მსგავსად აყვავდნენ.
დაეხმარეთ მათ გამოავლინონ საკუთარი ტალანტი და იცხოვრონ სავსე ცხოვრებით.
ეს ეხება თქვენ შეყვარებულებს და თქვენს შვილებსაც, ასევე ყველა ადამიანს, ვინც თქვენს გარშემოა.
უბრალოდ გიყვარდეთ ისინი და მიიღეთ ამ სიყვარულისგან – სიხარული.
ოშო