fbpx

შენი ფსიქო პორტრეტი

ავტორი ჟოლო
328 ნახვა

ყველა ადამიანს ერთი განსაკუთრებული თვისება აერთიანებს: საკუთარი არსის შეცნობა. ეს არც მარტივი და არც ხანმოკლე პროცესია, რადგან ის საკუთარი პერსონის მრავალი ჭრილიდან დანახვას გულისხმობს. თვითშემეცნება ხასიათის, ჩვევების, ქცევის ფორმების, ფიქრების, მისწრაფებების, სურვილების ანალიზის შედეგია და ეს დაუსრულებელი პროცესია. რადგან ერთის მხრივ სოციუმი თუ გარემოებები, რომელიც ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე და მისი ხასიათის, ფიქრების და ქცევების ფორმირებაზე გავლენას ახდენს, მუდმივად ცვალებადია და მეორე მხრივ ხასიათის სხვადასხვა თვისება არა ერთდროულად, არამედ სიტუაციურად ვლინდება.

თითოეულ ჩვენგანს სჭირდება დრო და განსხვავებული სიტუაციები თავის შესაცნობად. ცხოვრების ყოველი ახალი  ეტაპი და ახლად გამოვლენილი, გაცნობიერებული თვისება თუ ქცევა იმის გაგებას ემსახურება, თუ რას წარმოვადგენთ, რა გვსურს სინამდვილეში, რისკენ მივესწრაფით, რა არის ჩვენი როლი და მოწოდება. თვითშემეცნების შემდეგ უფრო მარტივდება ოცნებების თუ მიზნების ფორმულირება და შესრულება, და რაც ყველაზე მთავარია – ლაგდება ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, რადგან საკუთარი პიროვნების ანალიზით ვსწავლობთ სხვა  პიროვნების ტიპების ანალიზსაც, ეს კი გვიადვილებს ურთიერთობებს, აჩენს ჩვენში ემპათიას და გვხდის უფრო ჰუმანურს და შეგნებულს. ასე რომ სხვა ადამიანის გაცნობიერებაც საკუთარი თავის გაცნობიერებით იწყება.

საზოგადოების განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო პოპულარული ხდება ფსიქოლოგიის დარგი. აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოება თუ ინდივიდი მისი განვითარების ყოველ შემდგომ საფეხურზე გადასვლით უფრო და უფრო უახლოვდება მდგომარეობას, როცა აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ საკვებზე, თავშესაფარზე, უსაფრთხოებასა თუ სოციალურ ურთიერთობებზე ფიქრი, არამედ სურს თვითრეალიზება, რის უპირობო წინაპირობასაც თვითშემეცნება წარმოადგენს.

თვითშემეცნებისთვის თუ სხვების შემეცნებისთვის და სწორი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად  მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქოტიპის განსაზღვრა.

მართალია ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თავისი უნიკალური ხასიათით და თვისებებით, მაგრამ მათ შორის არის გარკვეული მსგავსებებიც და ეს მსგავსებები აერთიანებს მათ ჯგუფებად.

ფსიქოლოგიაში პიროვნების შესწავლის ან კატეგორიზაციის მრავალი მიდგომა არსებობს. ყველაზე ცნობილი ჰიპოკრატეს ოთხი ტემპერამენტის თეორიაა, რომლის მიხედვითაც ადამიანები  იყოფიან სანგვინიკ, ქოლერიკ, ფლეგმატიკ და მელანქოლიკ ტიპაჟებად და თითოეული მათგანი აერთიანებს ადამიანებს ამ ტიპაჟისთვის დამახასიათებელი თვისებებით და ქცევის ფორმებით.

ჰიპოკრატეს კლასიფიკაციისგან შორს არ დგას ამერიკელი ფსიქოლოგის ვილიამ მოლტონ მარსტონის მიერ შემუშავებული არანაკლებ საინტერესო პიროვნების პროფილის მოდელი, სადაც ის ასევე ოთხი განსხვავებული ტიპის ქცევას/ხასიათს  აღწერს და ითვალისწინებს ქცევის ისეთ პოლუსებს, როგორიცაა ერთის მხრივ ექსტროვერტული და ინტროვერტული ქცევა  და მეორეს მხრივ ადამიანებზე ორიენტირებული და ამოცანების შესრულებაზე  ორიენტირებული ქცევა. პიროვნების ოთხი ტიპი შედარებულია არწივთან, მაიმუნთან, ფუტკართან და პანდასთან.

ექსტროვერტ და ინტროვერტ ადამიანებს შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, ადამიანი განმარტოებით, თავისთვის ყოფნას ამჯობინებს თუ სხვების გარემოცვას. 

მეორე განზომილება კი განიხილავს იმ საკითხს, პიროვნება უფრო დავალებებზეა ორიენტირებული თუ უფრო ურთიერთობებზე.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით არსებობს პიროვნების ოთხი ტიპი:

•    არწივი – ექტროვერტული და ამოცანებზე ორიენტირებული ქცევა

•    მაიმუნი – ექტროვერტული და ადამიანებზე ორიენტირებული ქცევა

•    პანდა – ინტროვერტული და ადამიანებზე ორიენტირებული ქცევა

•    ფუტკარი – ინტროვერტული და დავალებებზე ორიენტირებული ქცევა

იხილეთ თითოეული ტიპის მოკლე მიმოხილვა:

გამორიცხული არაა, რომ ერთ პიროვნებაში რამდენიმე ტიპის დამახასიათებელი თვისებები იყოს თავმოყრილი, თუმცა მათ შორის როგორც წესი ერთი დომინირებს. სხვები კი მეტ – ნაკლები ინტენსივობითაა წარმოდგენილი.

პიროვნების ტიპების შესწავლა როგორც აღვნიშნეთ თვითშემეცნებასთან ერთად ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობის პროცესსაც, რადგან სწორედ ჩვენი პიროვნების პროფილი განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, მომხმარებლებთან, დროსთან, საქმესთან, ამოცანებთან, მიზნებთან და სხვა. ამიტომ ამ ცოდნის ეფექტურად გადატანა ხდება როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურეობრივ პროცესებში და ბიზნესში.

თუ გსურთ გაიგოთ, როგორია თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი, შეავსეთ ჩვენი პიროვნების პროფილი აქ! ხოლო თუ გსურთ გაიგოთ, რა ნაკლი და ურთიერთობის სირთულეები ახასიათებს თქვენი პიროვნების ტიპს ან როგორ გამოიყენოთ ამ თემის ირგვლივ მიღებული ინფორმაციები მომხმარებლებთან, კოლეგებთან, მმართველებთან, სამსახურეობრივ პარტნიორებთან თუ პირად ურთიერთობებში, შემოგვიერთდით. მეტს ჩვენს სემინარებზე მოგითხრობთ.

ეს ონლაინ კითხვარი შედგენილია საკუთარი თავის და სხვების უკეთ შესაცნობად, იმის გასაგებად, ვინ ვართ, როგორ ვიქცევით, როგორ აღგვიქვამენ სხვები და როგორ გამოვხატავთ ერთმანეთისადმი ემპათიას. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ახალი პერსპექტივიდან დავინახავთ საკუთარ და სხვების ძლიერ და სუსტ მხარეებს.

ტესტის გასაკეთებლად გადადით ლინკზე: https://shorturl.at/cdjyT

თუ გსურთ გახდეთ BPN Georgias პროგრამის მონაწილე, შემოგვიერთით: https://shorturl.at/lmuy8

მსგავსი სტატიები

Leave a Comment