fbpx

“შექმენით თქვენი ცხოვრებისგან დღესასწაული, ეს თქვენ შეგიძლიათ” …

ავტორი ჟოლო
56 ნახვა
0 კომენტარი
0

ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა ბედნიერი ვიყოთ და ცხოვრებისგან დღესასწაული მოვაწყოთ 
ვიყოთ ბედნიერი იმით რაც გვაქვს, ეს სულაც არ ნიშნავს უკეთესი არ გვინდოდეს, მაგრამ ისიც საზეიმოა რაც უკვე გვაქვს, რადგან ბედნიერება პროცესია და არა შედეგი

სიცილი, ბედნიერების განცდის ფანტასტიური საშუალებაა, ამიტომ იცენეთ ბევრი. სიცილი ხომ თავისი ბუნებით თავისუფალი, მრავალგანზომილებიანი და დაუმორჩილებელია. ის მოვლენას საუკეთესო მხრიდან გვაჩვენებს და სიყალბეს ფარდას ხდის.

შიში კი ერთხაზოვანია, ის მოვლენის მხოლოდ ერთ, საშიშ მხარეს გვანახებს და მასზე გვაჯაჭვებს.

ამიტომ ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა იყოთ და როგორც არ უნდა იყოთ იცინეთ, იმხიარულეთ და იბედნიერეთ იმით რაც უკვე გაქვთ, ეს არ ნიშნავს რომ უკეთესი არ გინდოდეთ 

შექმენით თქვენი ცხოვრებისგან დღესასწაული, ეს თქვენ შეგიძლიათ 

დღეს 27 წლის გავხდი, მე ბედნიერი ვარ 

მარიამ ტატუაშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი