fbpx

“შინაგანი გუნდი და შინაგანი ხმების დიალოგი” – მოქშა ფეიქარის ონლაინ ტრენინგი

ავტორი ჟოლო
853 ნახვა
0 კომენტარი
3

„არცერთი ადამიანი არ არის უცვლელი, არც ის, რომ ის არის ერთი მთლიანი, არამედ ჩვენ ვიბადებით მრავალნი.“პლუტარქე

“შინაგანი გუნდი და შინაგანი ხმების დიალოგი” – ონლაინ ტრენინგი , რომელიც უამრავ “მეს” შეგახვედრებთ და საბოლოოდ საკუთარ თავთან მიმართებაში იმ გაცნობიერებამდე მიგიყვანთ, რომელიც ასე აუცილებელია თითოეულისთვის.

მოქშა ფეიქარი: ჩვენი ონლაინ ტრეინინგი ეფუძნება ცნობილი გერმანელი ფსიქოლოგის და ავტორის ფრიდემან შულც ფონ ტუნის და ამერიკელი ფსიქოლოგის და ასევე მრავალი წიგნების ავტორის ჯოი მანეს კონცეფციებს.

ტრეინინგის არსი მდგომარეობს ორივე ავტორის განსხვავებული და ურთიერთშემავსებელი მეთოდოლოგიების სინთეზურ აღქმას სისტემური განლაგების კუთხით.

 ამ სისტემების უკან ფროიდის ეგოს სისტემები, იუნგის არქეტიპაჟები და ასევე პერლსის გეშტალტის ელემენტებია. ჩემი აზრით ავტორებმა ამათგან კიდევ უფრო სიღრმისეული, ეფექტური და პრაგმატული მეთოდები გამოიყვანეს.

ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში ბევრჯერ გვიწევს გარკვეული კომპლექსური როლების თამაში, მათი მორგება. ასევე გარდაუვალია მათი ხშირი ურიერთ-ცვალებადობა და მათი ურთიერთ-კონფრონტაცია. ეს შინაგანი პროცესები ჩვენში ძირითადად არაცნობიერად და მექანიკურად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე გვიჩნდება განცდა, რომ ჩვენ საკუთარ თავებს ვერ ვმართავთ და ხშირად გვრჩება ხოლმე ფრაგმენტალურობის და დანაწევრებულობის უსუსური შეგრძნება და განცდა.

ტრეინინგზე წარმოდგენილი მეთოდების ძირითადი ფუნქცია გამოიხატება ჩვენი ქვეცნობიერი ფრაგმენტული პერსონალურობის ელემენტების იდენტიფიკაციაში და მათი ურთიერთდინამიკის გაცნობიერებაში, დასინქრონებაში და ინტეგრაციაში.

ლაივის პირველი ნაწილი (შინაგანი გუნდი), ჩატარდება განლაგების სპეციალური ონლაინ ბორდის აპლიკაციით გამოყენებით, სადაც წარმოდგენილი გვექნება ერთი რეალური ქეისი ტრენინგის ერთ- ერთი დამსწრეს რეალური ცხოვრებიდან.

ლაივის მეორე ნაწილი (ხმის დიალოგი), ეთმობა ჩვენს ყოველდღიურობაში არსებული შინაგანი სუბპერსონალურობის განლაგებას ნიადაგის ღუზის, (ამ კონკრეტულ შემთხვევაში -სკამის მეთოდი) გამოყენებით, რომელშიც ყველას ინდივიდუალურად შეეძლება მონაწილეობის მიღება.

ამ უნიკალური მეთოდების სისტემური განლაგების კუთხით დანახვის ბენეფიტი იმაში მდგომარეობს, რომ ვიზუალიზაციის გარდა ჩვენ დამატებითად ასევე ფიზიკური სენსორული და ემოციურ ინტუიციური აღქმითი შრეების გამოყენებაც შეგვიძლია.

მოქშა ფეიქარი უკვე წლებია ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში. ის არის სისტემური განლაგების სერტიფიცირებული ქოუჩი. თავიდან ცოდნას გერმანიაში, პირადად ბერტ ჰელინგერთან დაეუფლა, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ქალაქ კიოლნში, უტას ინსტიტუტში, სისტემური განვითარების გერმანული საზოგადოების აღიარებულ თერაპევტებთან – რამატირტჰა დოეჩთან, სუბოდი შვაიცერთან დვარი დოეჩთან და შტეფანი ჰარტუნგიცთან.

📣 მოქშა ფეიქარის ონლაინ ტრენინგი – “შინაგანი გუნდი და შინაგანი ხმების დიალოგი”

 🔴 ჩანაწერის ღირებულება 45 ლ

  👉 დარეგისტრირდი https://bit.ly/35oy1lI

ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000716014700GEL

მიმღები შპს ჟოლო

დანიშნულება: კურსის საფასური.

ონლაინ ტრენინგის ორგანიზატორი და საინფორმაციო მხარდამჭერია სამოტივაციო ინტერნეტ-ჟურნალი jolo.ge

0 კომენტარი
3

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი