fbpx

7 საუკეთესო მეთოდი ბავშვის გონების განვითარებისთვის

ავტორი ჟოლო
192 ნახვა

კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვს ინტერაქტიული სათამაშოების გარდა სიმღერები, წიგნები, იავნანა, ზღაპრები ძილის წინ ან უბრალოდ, საუბარი სჭირდებათ. 

საუბრები არა მარტო მის მეტყველებას, არამედ საერთო გონებრივ შესაძლებლობებს ავითარებს. ყოველთვის, როცა ელაპარაკებით, მის სწრაფად განვითარებად ტვინში ნეირონული კავშირები მყარდება. უცნაური ისაა, რომ ტელევიზორიდან ან რადიოდან მომდინარე სიტყვებს იგივე ეფექტი არა აქვს – ცოცხალი კონტაქტია საჭირო. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას სკოლამდელი ბავშვების მეტყველებისა და გონებრივი განვითარებისთვის.

1. ბავშვი დაბადებიდანვე საბავშვო წიგნებითა და ჟურნალებით უნდა იყოს გარემოცული. წიგნი უნდა იდოს საწოლთანაც, მგზავრობის დროს ავტომობილში და ყველგან სადაც შესაძლებელია. რაც მთავარია, კითხვას ყოველდღე უნდა დაუთმოთ დრო.

2. ბავშვთან საუბრისას მიმიკები და ჟესტებიც გამოიყენეთ. ამით უკეთ გაიგებს ნათქვამის მნიშვნელობას.

3. საუბარში ახალ-ახალი სიტყვებიც ჩართეთ. ბავშვები ადვილად იმახსოვრებენ ახალ სიტყვებს, თუ კონტექსტში სწორად იქნება ჩასმული.

4. უმღერეთ და წაუკითხეთ ლექსები, ამით ხალისით გაამდიდრებთ მის სიტყვათა მარაგს.

5. ხშირად დაუსვით კითხვები, უთხარი თქვენი აზრი, აკონტაქტეთ სხვა ბავშვებთანაც, რათა ერთმანეთს აზრები გაუზიარონ.

6. ერთად იარეთ წიგნის მაღაზიებში, დაესწარით საბავშვო აქცია-ღონისძიებებს, რომლებსაც წიგნის მაღაზიები ატარებენ. ასე შეაყვარეთ წიგნები.

7. ნუ მიაჩვევთ ტელევიზორს. ის უარყოფითად მოქმედებს ბავშვის გონების მუშაობაზე. ყველაზე დიდი სიკეთე ბავშვისთვის ის იქნება, თუ კითხვას და ადამიანებთან ურთიერთობას შეაყვარებთ. წლების შემდეგ დაგიფასებთ ამ ამაგს. 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment