მეცნიერების მიერ უახლესი მეთოდებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ სიცილის დროს სახის კუნთებიდან იგზავნება განსაკუთრებული იმპულსები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე და ტვინის ფუნქციონირებაზე.
მიუხედავად იმისა ხართ თუ არა დადებით განწყობაზე, როდესაც ადამიანი “ყალბად“ იღიმება, მექანიზმი გარკვეული დოზით მაინც მუშაობს.
სიცილი დადებითად მოქმედებს თქვენს გულზეც. ავსტრიელი ფსიქოლოგი ილონა პაპუესკი და მისი კოლეგები გრაცის უნივერსიტეტიდან (Uni Graz) მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიცილით მკურნალობა – ერთ-ერთი საუკეთესოა გულითავადმყოფი პაციენტების მკურნალობის დროს.
თხუთმეტი წუთი შეუსვენებელი სიცილით 250 კალორიას დაწვავთ – მთავარია, ეს შეძლოთ და იმხიარულოთ.
როდესაც ადამიანი იცინის, ამ დროს, მისი ფილტვებიდან ჰაერი 100 კილომეტრ-საათი სიჩქარით გამოიტყორცნება.
ჩვილი 3 თვის ასაკში იწყებს ხმით სიცილს. მანამდე, მას ამის გაკეთება არ შეუძლია.
სტატისტიკას თუ ვენდობით, ქალები დილის განმავლობაში ექვსჯერ უფრო ხშირად იღიმებიან, ვიდრე მამაკაცები.
როცა იჭმუხნებით და იჯღანებით, თქვენს სახეზე 47 კუნთი იჭიმება და იძაბება, როცა იცინით – მხოლოდ 17 კუნთი.
არსებობს „სიცილის ყვავილი”. თუ მის თესლს დაღეჭავთ, 30-50 წუთი იხითხითებთ. ამის შემდეგ კი რამდენიმე საათის განმავლობაში მკვდარივით იძინებთ. „სიცილის ყვავილი” ახლო აღმოსავლეთში ხარობს, მაგრამ მისი ამოცნობა მხოლოდ ბოტანიკოსებს შეუძლიათ.
ავტორი: #George-Aleksandri