როდესაც ჩვენ ვინმეს თავს ვახვევთ საკუთარ აზრებს და შეხედულებებს, ამას არ ჰქვია სიმართლე. სიმართლე – ეს არ არის ჩვენი შეხედულება. ეს ყველაფერი არ არის სიმართლე – სინამდვილეში, ეს სიმართლის დამალვის საშუალებაა.
სიმართლე არის რაღაც ბევრად უფრო იდუმალი რამ. როდესაც ჩვენ ვამბობთ სიმართლეს, ეს აღსარებას ჰგავს. მე ვგულისხმობ არა ცოდვების აღიარებას, არამედ, იმას რომ ჩვენ ბოლომდე ვიხსნებით. სიმართლე ძალიან მარტივია.
როდესაც ვამბობთ სიმართლეს, ჩვენ ამას ვამბობთ სრული დაუცველობის მდგომარეობიდან, სრული გახსნილობიდან. იმისთვის, რომ ყოველთვის შეგვეძლოს სიმართლის თქმა, არა მხოლოდ ჩვენი არსების ის ნაწილები უნდა აღმოვაჩინოთ, რომელთაც ეშინიათ სიმართლის თქმის, არამედ გამოვავლინოთ ყველა ის შეხედულება, რომელიც შთაგვაგონებს: “ამის თქმა არ შეიძლება”. სინამდვილეში, ამ შეხედულებებს არა აქვთ რეალური საფუძველი. მაგრამ ამის ცოდნა არ არის საკმარისი – თქვენ რეალურად უნდა დაინახოთ ეს.
თქვენ ზუსტად უნდა განსაზღვროთ, რისი გწამთ, კონკრეტულად რომელი შეხედულებები გაიძულებენ გაორებულ მდგომარეობაში ყოფნას, კონფლიქტურ მდგომარეობაში ყოფნას, გაიძულებენ რაღაც დაფაროთ…
…გასაღები მდგომარეობს გულწრფელობაში, მზაობაში ღიად და გულახდილად შევხვდეთ ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს გონებაში და სხეულში. სწორედ ეს არის თავისუფლების კარი – თავისუფლების, რომელიც ყოველთვის მხოლოდ ახლაა, აქ და ახლა.
ეს ძალიან მნიშნელოვანი მომენტია – აღიარო, რომ მთელი სამყარო თავისუფალია – ყველაფერს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის. იქამდე, სანამ თქვენ არ მისცემთ მთელ სამყაროს იმის უფლებას დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს თქვენს აზრს, სანამ არ მისცემთ თითოეულ ადამიანს იმის უფლებას უყვარდეთ ან არ უყვარდეთ, მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ, საგნებს უყურონ ისე, როგორც თქვენ, ან სხვანაირად – იქამდე, სანამ თქვენ არ მისცემთ სამყაროს მის კუთვნილ თავისუფლებას, თქვენც ვერასოდეს გათავისუფლდებით.
/ადიაშანტი/