ძველი ბერძნები ამბობდნენ:
„თუ გინდა იყო ძლიერი – ირბინე, გინდა იყო ლამაზი – ირბინე, გინდა იყო ჭკვიანი – ირბინე“.
ასე, რომ დავუჯეროთ ბერძნებს.
საქართველოში თავისუფლად შესაძლებელია, წელიწადში თითქმის ოთხივე სეზონი ქუჩაში ირბინო.
სირბილი იდეალური საშუალებაა გამოიყურებოდე კარგად. არ მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას. ჩაიცვით „კედები“ ან „ბოტასები“ და წინ!
სირბილი ზრდის გულის და სისხლძარღვების მუშაობის შესაძლებლობას, ამ დროს, ხდება გულის კუნთის ვარჯიში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გული უფრო ძლიერია.
სირბილის დროს მატულობს ჟანგბადის შემცვლელობა სისხლში. ყველა ქსოვილში, უჯრედში და ორგანოებში მიედინება მეტი სისხლი, რომელიც მდიდიარია ჟანგბადით და მკვებავი ნივთიერებებით.
სირბილი, კარგი საშუალებაა ნერვიული დაძაბულობის მოსახსნელად. სტრესი და დაღლილობა მთელი დღის განმავლობაში გძაბავთ. იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ ამ დაღლილობისგან, საჭიროა სათანადოდ დაიხარჯოთ, გაოფლიანდეთ და სირბილი, ძალიან კარგად ართმევს თავს ამ ამოცანას.
ხანგრძლივი სირბილი, სისხლში გადაისვრის განსაკუთრებულ ჰორმონს – ენდორფინს. ამ ჰორმონს სხვანაირად კიდევ – „ბედნიერების ჰორმონს“ უწოდებენ. როდესაც მათი კონცენტრაცია სისხლში მატულობს, ადამიანი გრძნობს მსუბუქ ეიფორიას. ასეთ დროს დეპრესია სადღაც ქრება.
სირბილის შედეგად მატულობს გონების აქტიურობა. ამ დროს, როგორღაც თავისით მოდის ხოლმე- პრობლემის ამოხსნა, ახალი იდეები და გადაწყვეტილებების ადვილად მიღების საშუალება.
სისტემატიური სირბილი, აძლიერებს იმუნურ სისტებმას, იმის ხარჯზე, რომ სისხლში მატულობს ერითროციტები, გემოგლობინი. სირბილით დატვირთვის დროს, სისხლში იკლებს ქოლესტერინის შემცვლელობა, იკლებს შიმშილის გრძნობა, უმჯობესდება ნაწლავების პერისტალტიკა. ყოველივე ამას, საბოლოო ჯამში, მივყევართ წონის დაკლებამდე.
სირბილი შეიძლება დღის ნებისმიერ დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა სირბილი დილით, რადგანაც, დილით სისხლში მომატებულია ჰორმონალური ფონი. ხოლო, ამ დროს სირბილი იქნება კარგი საშუალება განმუხტვისთვის, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზმის დაბრუნებას ჰარმონიულ მდგომარეობაში. თუ გადაწყვეტთ ირბინოთ სამუშაო დღის ბოლოს – საღამოს, თქვენ ამით მოიხსნით დაძაბულობას, მოდუნებას, დაიმუხტებით ენერგიით, გააქრობთ მადას და დაიძინებთ მშვიდი ძილით.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სირბილის დროს ხდება ღვიძლის ნაწილობრივი რეგენერაცია. დადებითი ზემოქმედება თირკმლებზე. კერძოდ, სირბილის დროს თირკმელს ეხსნება დატვირთვა, რაც ხელს უწყობს მის გაუმჯობესებულ ფუნქციონირებას.
სისტემატიური სირბილი აგრეთვე დადებითად მუშაობს საყრდენ-მამოძრავებელ, ძვლოვან-სახსროვან სისტემაზე. ადამიანები რომლებსაც აქვთ ასაკი, ასეთი ვარჯიშები, კერძოდ, ნელი სირბილი სასარგებლოა, რადგანაც ის, ხელს უშლის სახსრების და კუნთოვანი ქსოვილების დეგენერაციულ ცვლილებებს.
გაუფრთხილდით თავს, იყავით ჯანმრთელნი!
თამარ კვარაცხელია
წყარო: “პიროვნული ზრდის სამყარო”