ჰაერში მფრინავი სათამაშო კარტები, აბრეშუმის ცილინდრიდან გამოძვრენილი ბაჭია,
კვამლის ღრუბელში გამქრალი მომხიბვლელი ასისტენტი…
საესტრადი ფოკუსები, ეს ჩვეულებრივი მოტყუებაა დაყვანილი გართობამდე. როცა თქვენ
უყურებთ წარმოდგენას, იცით რომ გატყუებენ, მაგრამ რაც არ უნდა ყურადღებით იყოთ, რაც
არ უნდა იმტვრიოთ თავი, მაინც ვერ ხვდებით რაშია ფოკუსის საიდუმლო.
ამავე დროს მახვილგონივრული იუმორი და ხელების სისწრაფე, ამ ყველაფერს აქცევს
არაჩვეულებრივ სანახაობად, რომლის დროსაც თქვენ ზიხართ და სიამოვნებას ღებულობთ
მოტყუების ხელოვნებისგან.
შეიძლება მთელ ამ პროცესში ყველაზე მთავარი არის არა ხელების სისწრაფე და ილეთების
ოსტატურად ფლობა, არამედ უნარი იმისა რომ აუდიტორია დაარწმუნო დაიჯეროს ეს
ყველაფერი.
არ იქნებოდა ურიგო ასეთი ტალანტი თქვენც რომ გქონდეთ არა?
კარგი, დღეს თქვენი დღეა, თქვენი შანსია. თქვენი აუდიტორია გელოდებათ თქვენ, ფარდა ეს
ეს არის აიწევა.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ საესტრადო ილუზიონისტი ხართ, რომელიც მიემგზავრება
მორიგ ხანგრძლივ ტურნეში. დღეს საღამოს თქვენი შოუს პრემიერაა.
1.თქვენ დგახართ კულისებში და ელოდებით თქვენი ნომრის გამოცხადებას.
რას გრძნობას განიცდით ბოლო წუთს, როცა ეს ეს არის სცენაზე უნდა გამოხვიდეთ?
2.ერთ–ერთი ნომერი ითხოვს, რომ თქვენ სცენაზე გამოიძახოთ მაყურებელი. ვის
გამოიძახებდით? დაასახელეთ პიროვნება რომელსაც პირადად იცნობთ.
3.მიუხედავად მრავალწლიანი წვრთნისა და გამოცდილებისა, ფოკუსი არ გამომგდით. რას
ეუბნებით ადამიანს, რომელიც სცენაზე გამოიძახეთ?
4.თქვენ კვლავ თქვენს საგრიმიოროში ხართ. რას გრძნობთ ახლა, როცა ყველაფერი მორჩა?
გასაღები ტესტისთვის „აბრაკადაბრა ადა–კაზამ“
უპასუხეთ პირველივე სიტყვებით, რაც მოგივათ თავში. თამაში–ტესტი ყველაზე კარგად მაშინ გამოდის, როცა თქვენ არ ყოყმანობთ და არ იტანჯებით პასუხის გაცემისას სიტყვების შესარჩევად. არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები. უბრალოდ მოეშვით და უპასუხეთ ის რაც პირველად მოგივათ თავში.
ფოკუსებს ტყუილად კი არ ჰქვია ფოკუსი. ილუზიონისტის ხელოვნება მოითხოვს,
ადამიანებმა აუცილებლად დაინახონ ის, რაც სინამდვილეში არ არის, ან ვერ შეამჩნიონ ის,
რაც სინამდვილეში მათ ცხვირწინაა.
თავისი არსით ფოკუსს მოქმედებაში მოყავს სიცრუე და ეშმაკობა. ის, თუ რას გრძნობდით
სცენაზე გამოსვლის წინ, ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რას განიცდით, როცა გიწევთ
ვინმეს მოტყუება, განსაკუთრებით თქვენი ახლობლების.
1.თქვენი გრძნობები გამოსვლის წინ მიანიშნებს იმაზე, თუ რა გრძნობები დაგეუფლებოდათ
თუ დაგეგმავდით რამე უკანონოს.
ადამიანთა უმრავლესობა ამბობს რაღაც ამის მსგავსს: „იმედი მაქვს არ ჩავაფლავებ ჩემს
გამოსვლას“ ან „ოჰო, მე მაინც საკმაოდ ვნერვიულობ“. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც
ეტყობა გააჩნიათ იმუნიტეტი ნერვიულობისადმი გამოსვლის წინ: „მე ახლა გამოვალ და
ისეთ სანახაობას მოვაწყობ, რომელსაც ისინი დიდხანს ვერ დაივიწყებენ!“
2.ადამიანი, ვისაც თქვენ თხოვეთ სცენაზე გამოსულიყო ასისტენტის როლში, არის ის, ვისი
მოტყუებაც თქვენი აზრით ძალზე ადვილია, ვისაც თქვენ აღიქვამთ უბრალო,
გულუბრყვილო ადამიანად.
თუ თქვენ ამ ტესტს გადიხართ მეგობრებთან ერთად და დაასახელეთ რომელიმე მათგანი,
მაშინ დროა ახლავე დაიწყოთ მისი დარწმუნება, რომ სინამდვილეში თქვენ, რა თქმა უნდა,
მსგავსი რამე აზრადაც არ მოგივათ თავში.
3.სიტყვები, რომლებიც თქვენ წარმოთქვით ნომრის ჩავარდნის შემდეგ, ხსნის თქვენს
რეაქციას იმ შემთხვევაში, თუ ტყუილში გამოგიჭერდნენ.
თქვენ შეიშმუშნეთ და გაწითლდით სანამ ამოღერღავდით: „ვწუხვარ რომ ასე გამოვიდა“, თუ
უბრალოდ ხუმრობაში გაატარებდით და გააგრძელებდით შოუს: „ოპს, ეს კიდევ ერთხელ
მეტყველებს იმაზე, რომ არავინაა სრულყოფილი“. ან იქნებ თქვენ მიიღებდით ისეთ
გამომეტყველებას თითქოს და ეს ყველაფერი წინასწარ გათვლილი ნაწილი იყო
წარმოდგენისა?“ აი ფოკუსი მართლაც ეს იქნებოდა თუ შეძლებდით ამაში აუდიტორიის
დარწმუნებას.
4.ის, თუ რას გრძნობთ წარმოდგენის ჩავარდნის შემდეგ, გამოხატავს თქვენს გრძნობებს იმ
შემთხვევაში თუ გააკეთებდით ან იტყოდით ისეთ რამეს, რისიც შეგრცხვებოდათ.
„გაგიჟდები, რა ლაფსუსია!“ გეცოდიენებათ რას ნიშნავს ხალხის მოტყუება.
„ეს მოსალოდნელი იყო, მორჩა მე თავს ვანებებ ამ საქმეს!“ არსებობს უამრავი წესიერი
საქმიანობა პატიოსანი მშრომელისთვის. ალბათ თქვენ არ ხართ შექმნილი ამ სარკეებისა და
ცილინდრებისთვის.
„მე გავაკეთებ ამას შემდეგში როგორც საჭიროა!“ ზოგიერთები არასდროს არაფერს არ
სწავლობენ. იქნებ ჯობია იფიქროთ რამე სხვა საქმიანობაზე, მაგალითად პოლიტიკურზე,
იურიდიულზე ან მეორადი ავტომობილებით ვაჭრობაზე? 🙂
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ