fbpx

ტესტი: სასამართლო დარბაზში

ავტორი ჟოლო
160 ნახვა

ჩაქუჩის დარტყმა, მოხერხებული ადვოკატები, რომლებიც თავიანთი ოსტატობის
დემონსტრირებას ახდენენ, სიჩუმე, რომელიც ისადგურებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის
წაკითხვისას, – მხოლოდ ერთეული კინემატოგრაფიული მიზანსცენები თუ გამოიყურებიან
უფრო დრამატულად ვიდრე სასამართლო დარბაზები. ეს არის ინტელექტთა შერკინება სავსე
შფოთითა და იდუმალებით, სადაც ზღვარი სიმართლესა და უსამართლობას შორის ხშირად
ფაქტიურად წაშლილია.

დავუშვათ, თქვენ ხართ მსახიობი და უნდა შეასრულოთ ერთ–ერთი როლი დრამაში,
რომლის სიუჟეტიც სასამართლო დარბაზში ვითარდება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან,
რომელი პერსონაჟის როლს აირჩევდით?

  1. ადვოკატი
  2. დეტექტივი
  3. ბრალდებული
  4. მოწმე

გასაღები ტესტისთვის „სასამართლო დარბაზში“

სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ

ფსიქოლოგიის ენაზე მსახიობი ასოცირდება თქვენს სოციალურ პიროვნებასთან (ლათინური
ტერმინი, ნიშნავს „ნიღაბს“), სახესთან, რომელსაც თქვენ ირგებთ გარე სამყაროსთან
ურთიერთობისას.

როლი, რომელსაც მოცემულ სიტუაციაში აირჩევთ, მიუთითებს იმაზე, თუ როგორ
რეაგირებთ კრიზისულ სიტუაციებზე.

1.ადვოკატი

ყველაზე მძიმე სიტუაციებშიც კი თქვენ ცდილობთ დარჩეთ გაწონასწორებული და ძალზე
იშვიათად ხდება, რომ ვინმემ შეამჩნიოს, თუ როგორ დაგასხათ სიმწრის ოფლმა. მაგრამ ამავე დროს თქვენ გაქვთ სხვა სახეც, რომელიც თავს იჩენს მხოლოდ ძალზე ინტენსიური ზეწოლის
შემდეგ, – მხურვალე გონება, რომელსაც შეუძლია დაივიწყოს გაწონასწორებულობა და
აფეთქდეს, როცა ამას სიტუაცია მოითხოვს. მშვიდი მზადყოფნის და ცეცხლოვანი ვნების
ასეთი შეხამება თქვენ გაძლევთ საშუალებას, იპოვოთ გამოსავალი ყველაზე უიმიდო
სიტუაციიდანაც კი.

2.დეტექტივი.

თქვენ არასდროს არ გეკარებათ ქაოსი და დაბნეულობა და ინარჩუნებთ სიმშვიდეს მაშინაც
კი, როცა სხვები თავს კარგავენ. ადამიანები პატივს სცემენ თქვენს ასეთ აუღელვებლობას და
რთულ სიტუაციებში ხშირად მოგმართავენ დახმარებისთვის.

ეს ნიშნავს იმას, რომ უსიამოვნებები თითქოსდა თქვენი ცხოვრების მუდმივი
თანამგზავრებია, მაგრამ თქვენ არ ხართ დამატებითი სტრესის წინააღმდეგი. შეიძლება
ითქვას, რომ ის განიჭებთ კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს.

3.ბრალდებული.

ერთი შეხედვით თქვენ გამოიყურებით უდარდელ, „მაგარ ბიჭად“, მაგრამ სინამდვილეში არ
გყოფნით ბევრი რამ, რომ მიიყვანოთ თქვენი ბრძოლები ბოლომდე.

როცა სიტუაცია მწვავდება, თქვენ კარგავთ ბევრ დროს, ადრე მიღებული
გადაწყვეტილებების გადასახედად და საკუთარი თავის განსჯისთვის, იმის მაგივრად რომ
ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე და გადაწყვიტოთ პრობლემა.

თქვენთვის ალბათ კარგი იქნება გაერთიანდეთ ისეთ ადამიანთან, რომელიც ბევრად უფრო
პრაქტიკულია პრობლემების მოგვარებაში.

4.მოწმე.

ნებისმიერ კონკრეტულ სიტუაციაში თქვენ მზად ხართ დახმარებისა და
თანამშრომლობისათვის, მაგრამ ასეთი მოქნილობა და სურვილი ყველას ასიამოვნოთ,
ხშირად ხდება სხვა სახის პრობლემების წყარო. ყოველთვის ყველასთან მორგების მცდელობა
შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ გარშემომყოფებისთვის თქვენ იქცევით
არათანმიმდევრულ და არასაიმედო ადამიანად.

ნუ განიცდით ასე ძალიან იმას, თუ რას იფიქრებენ თქვენს საქციელზე სხვები. ერთადერთი,
რაზეც თქვენ უნდა იზრუნოთ, – საკუთარი ჭეშმარიტი მეს შენარჩუნებაა.

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment