ტეტრალემის სტუქტურული განლაგება ძირითადად მაშინ არის შესაფერისი, როდესაც ფუნდამენტური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. ეს მეთოდი აუმჯობესებს სხვადასხვა ალტერნატივების უკეთესად გაგებას და განცდას. ეს განლაგების მეთოდი პირველ რიგში მომავლისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს რჩევის მაძიებლის პოტენციალის განვითარებას.
ხშირად, როდესაც ვინმე ორ ალტერნატივას შორის ძლიერ კონფლიქტშია, შესაძლებელია, რომ ეს შიდა კონფლიქტი გამოწვეული იყოს ოჯახურ სისტემაში ჩახლართულობით. ასეთ შემთხვევებში, გადაწყვეტილების განლაგება ძალიან სასარგებლოა.
ტეტრალემის განლაგების ტექნიკა
გადაწყვეტილების მიღების პროცესში არჩეული რეპრეზენტატორები წარმოადგენენ იმ ალტერნატივებს, რომელთა შორისაც უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლარიზაციის თავიდან აცილება (მხოლოდ ორი ვარიანტი), ამიტომ ამ დროს ემატება მესამე ელემენტი (მაგალითად „რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი“) და ასევე სხვადასხვა შესაძლებლობები.
ტეტრალემის განლაგებაში (რომელიც სტრუქტურული განლაგების ერთ-ერთი ფორმაა), ამას კიდევ ემატება სხვა დანარჩენი ელემენტები:
1 პირველი
2 მეორე
3 ორივე
4 არცერთი
5 არც ეს და არც არაფერი.
მიდგომა
ეს მეთოდი არ არის იმის შესახებ, თუ რომელი პოზიციაა სხვებზე უფრო სწორი ან უკეთესი, ამ დროს უფრო მნიშვნელოვანია ყველა პოტენციური შესაძლებლობის დანახვა, მათი პატივისცემა და ამგვარად უფრო გაცნობიერებული და სიღრმისეული წვდომის შესაძლებლობა განკითხვის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებამდე.
მაგალითად, შესაძლებელია, რომ ემოციური უარყოფა (ხშირად სისტემურად გამოწვეული) ხელს უშლიდეს რომელიმე ალტერნატივის რეალიზაციას, ან ბლოკავდეს იმ პერსპექტივაზე წვდომას, რომელიც ასევე ორ შესაძლო ალტერნატივას შორის სინთეზს გახდიდა შესაძლებელს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაფასოთ არარჩეული ვარიანტიც. მხოლოდ მაშინ იძენს ჩვენს მიერ არჩეული ვარიანტი თავის სრულ მნიშვნელობას, როცა არარეალიზებულ ვარიანტსაც პატივს ვცემთ.
მაგალითად, თუ ქალი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სრულფასოვანი დედობა მისთვის შეუძლებელია, რადგან მას კარიერის გაგრძელება სურს, ის პატივისცემით უნდა აცნობიერებდეს მის დანაკარგს, რადგან როდესაც ის მოქმედებს დევიზით “ოჰ, თქვენ არ გჭირდებათ ბავშვები”, ის ზიზღს აყენებს იმას, რაც არ არის რეალიზებული. ეს მიდგომა კი მას აშორებს იმასაც, რაც მან აირჩია – კერძოდ, მის კარიერას. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მას ჰქონდეს სრული პროფესიული ცხოვრება, თუ ის ასევე პატივს სცემს იმას, რაც არ განხორციელებულა (ამ შემთხვევაში ბავშვის ყოლა).
ასე რომ, რაღაცის არჩევა და მისი მიიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძალიან კარგად გაცნობიერებული, დანახული, მიღებული და განცდილი უარის თქმის გზით რაღაცა სხვაზე.
მოქშა ფეიქარის ონლაინ ტრენინგი – NIG და ტეტრალემა
ჩანაწერის ღირებულება 45 ლ
დარეგისტრირდი https://shorturl.at/yzJQY
ასევე გაეცანით: NIG მეთოდი – პრობლემის და შინაგანი რესურსების ფსიქოგეოგრაფია