fbpx

ტკივილი ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი…

ავტორი ჟოლო
959 ნახვა

პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც პრობლემას კი არ გაურბის, არამედ თვალს უსწორებს, მიიღებს და მისი მოგვარების გზებს ეძებს. ამით ის მოზრდილის როლში დგება და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. არ წუწუნებს, არ წარმოაჩენს რა თავს მსხვერპლად ანუ დაუცველი ბავშვის როლში არ არის და არც რეალობას ებრძვის იმის მტკიცებით, რომ ეს მას არ უნდა სჭირდეს, ასე არ უნდა ხდებოდეს.

მსგავსი გაჯიუტება მხოლოდ ტკივილის გაძლიერებას იწვევს და არა გაყუჩებას. სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ იმუშავა ადამიანმა საკუთარ თავზე და იმ ყველაფერზე, რაც მის გარშემო ხდებოდა; დააკვირდა ორგანიზმის თავისებურებებს, სწორი ფსიქოლოგიური განწყობა შეუთავსა და შესაფერისი ქცევა შეიმუშავა. შედეგი ნათელია-ამ მეთოდმა გაამართლა და ტკივილმა უკან დაიხია. ჩემი ღრმა რწმენით, ტკივილი ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი პასუხისმგებლობას გაურბის და პირადი ცხოვრებისეული მდგომარეობის მოგვარებას სხვას გადააბარებს, ხოლო თუ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილი ჰქონდა, ამას მისი მხრიდან გაბრაზებაც ემატება.

ტკივილი მცდარი რწმენა-წარმოდგენების შვილია, მაგალითად: ჩვენს კეთილდღეობაზე სხვა არის პასუხისმგებელი – დედა, მამა, ექიმი, შვილი,ღმერთი, ან ჩვენი უბედურება სხვისი ბრალია, და არა ჩვენი. აქედან გამომდინარე, ამ რწმენა-წარმოდგენების შეცვლით, საკუთარი თავის გააქტიურებით და ნებისმიერ პირად პროცესებში მონაწილეობის მიღებით ტკივილიც თავის კალაპოტში დაბრუნდება. თუ ყველაფერს ამ კუთხით შევხედავთ, ტკივილი ვერაგი მჩაგვრელი კი არ გამოდის, არამედ მაღვიძარა და მაუწყებელი იმისა, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ. ამის გაცნობიერებას შეცდომების გამოსწორება მოჰყვება და ტკივილთან თანამშრომლობაც დადებითად მთავრდება.“

ნინო გახოკია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment