fbpx

თქვენ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ!

ავტორი ჟოლო
466 ნახვა
0 კომენტარი
0

▪ ცხოვრება ყველაზე კარგი მოკრივეა, ის გირტყამთ ყველაზე მტკივნეულ ადგილებში. ვინც ერთხელ მაინც მდგარა რინგზე, მაინც იცის მწვრთნელის შეძახილი: „გაუძელი!“

თქვენ უნდა გაუძლოთ, რადგან საბოლოო ბრძოლა თქვენია.

გახსოვდეთ, ცხოვრებაც იღლება თქვენთან ბრძოლაში და თქვენ:

* თუ ბოლომდე გაუძლებთ;

* თუ გადაწყვეტთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალა საბოლოოდ გამოგელიათ, არ წაიქცეთ;

* თუ გადაწყვეტთ, რომ წაქცევის წინ ძალა მოიკრიბოთ და ცხოვრებას დარტყმები იქით მიაყენოთ.

ამ დროს ცხოვრება ასწევს ხელებს და დაიყვირებს: „მორჩა, გნებდები!“

თქვენამდე ეს ბევრს გაუკეთებია. ეს თქვენც შეგიძლიათ.

იბრძოლეთ, რომ მოიგოთ და არა იმისათვის, რომ არ წააგოთ.

ეს სხვა და სხვა რამე. იბრძოლეთ მოგებისთვის.

თქვენს გონებაში გამარჯვებული ადამიანის აზრები უნდა იყოს.

თქვენ შეგიძლიათ გამარჯვება!

თქვენ უნდა გაიმარჯვოთ!

თქვენ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ!

▪„როდესაც ღმერთს უნდა სიყვარულზე გველაპარაკოს,

ის ადამიანის სახეს იღებს!“ ომრაამ მიქაელ აივანჰოვი

▪ წარმოიდგინეთ, რომ ქვეყნად გაქრა ყველა ადამიანი და მხოლოდ თქვენ დარჩით. მთელი მსოფლიო დაცარიელდა ადამიანებისგან. თქვენ დაგრჩათ მთელი მსოფლიოს სიმდიდრე – შეგიძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში იცხოვროთ, ნებისმიერი ქალაქში, ნებისმიერ სახლში, რადგან დედამიწაზე მხოლოდ თქვენ ხართ. ფაქტობრივად თქვენ ხართ დედამიწის მფლობელი! ბედნიერი იქნებით? არა ხომ?!

თურმე ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანები ყოფილან…

ამიტომ, დააყენეთ ყველაფერზე წინ ადამიანები, დაუთმეთ ყველაზე მეტი დრო და ენერგია ადამიანებს და უპირველესად თქვენს ახლობელ ადამიანებს. გაუღიმეთ და თბილი სიტყვები უთხარით მათ. ყველას გაქვთ საქმე, ჰობი, აკეთებთ უამრავ რაღაცას, მაგრამ უპირველესად ადამიანები გიყვარდეთ და გახსოვდეთ.

ადამიანები!

რამაზ გიგაური

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

ankara escort