fbpx

“თუ ბავშვი გრძნობს რომ სადღაც უპირობოდ უყვართ, იქ აღარასოდეს დააგვიანებს”

ავტორი ჟოლო
207 ნახვა
0 კომენტარი
2

ლეგენდარული ქართველი მასწავლებელმი შალვა ამონაშვილი, ჰუმანური პედაგოგიკის კონცეფციის ავტორმა, ერთხელ მის ლექციაზე შეკრებილ მასწავლებლებს კითხვა დაუსვა. „წარმოიდგინეთ სიტუაცია, მეოთხე კლასში ატარებ გაკვეთილს და შემოდის ბავშვი, რომელიც 20 წუთით აგვიანებს. თქვენი ქმედებები?” მასწავლებლები იწყებენ სხვადასხვა ვარიანტების შეთავაზებას: „გადი კლასიდან“, „მომეცი დღიური“, „დაჯექი შენს ადგილას, გაკვეთილის შემდეგ ვილაპარაკოთ“… მაგრამ შალვა ამონაშვილი ამ პასუხებით არ იყო კმაყოფილი.

მან თქვა: „ბავშვი რომ შემოვიდა, მთელი გულით ვეტყოდი: გამარჯობა, შვილო, შემოდი, დაჯექი, უშენოდ გაკვეთილს ვერ დავიწყებდით, გელოდებოდით“. ამას ჰქვია უპირობო სიყვარული, არ შეიძლება მისი გაყალბება. მეორე დღეს თუ დააგვიანა, კიდევ უფრო დიდი სიყვარულით ვიტყვი: „გამარჯობა, ჩემო საყვარელო შვილო, გელოდები, სწრაფად შემოდი, დაჯექი. ჩვენ შენს გარეშე ვერ დავიწყეთ გაკვეთილი.

და თქვენ იცით, თუ ამას სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ გააკეთებთ, ბავშვი შეწყვეტს დაგვიანებას. რადგან ის რეაგირებს მხოლოდ სიყვარულის წმინდა იმპულსზე. და თუ იგრძნობს, რომ სადმე უყვართ, იქ აღარ დააგვიანდება. ასეთია ბავშვის ფსიქოლოგია: თუ გრძნობს, რომ სადღაც უპირობოდ უყვართ, ათბობენ, იქ ღირებულია, პატივს სცემენ, როგორც პიროვნებას, იქ აღარასოდეს დააგვიანებს.

თავად შალვა ამონაშვილი მეშვიდე კლასამდე იყო მრგვალი ოროსანი, სკოლა კი ოქროს მედლით დაამთავრა. სწავლისადმი დამოკიდებულება შეუცვალა ქართული ენის ახალმა მასწავლებელმა, რომელიც ბავშვებს ინტერესით და პატივისცემით ეპყრობოდა. ბავშვის პიროვნება გახდა ჰუმანური პედაგოგიკის კონცეფციის ცენტრალური იდეა, რომელიც შეიმუშავა ამონაშვილმა.

0 კომენტარი
2

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

ankara escort