fbpx

თუ გინდა, რომ შენი კანი შენი სავიზიტო ბარათი იყოს

ავტორი ჟოლო
1030 ნახვა
0 კომენტარი
4

„შენი სახის კანი შენს სავიზიტო ბარათად აქციო, ისე რომ ამ პლასტიკური ქირურგიის ეპოქაში სახეს ბუნებრიობა შეუნარჩუნო, შესაძლებელია“ – მეუბნება ჩემი რესპონდენტი და იმ მალამოზე მიყვება, რომელსაც კმაყოფილმა მომხმარებელმა კანის ეფექტურობის საიდუმლო დაარქვა.

ეკა ჯიშკარიანი ოცი წელია რაც ამ Malamo-მალამოს ამზადებს. მისი დამზადება წლების წინ დედამ შეასწავლა, – “ამით არა მარტო საკუთარ თავს, სხვებსაც გააბედნიერებო”. მაშინ ამაზე სერიოზულად არც უფიქრია, გერმანული ენით იყო გატაცებული და უცხო ენებზე ჩააბარა, მერე მუშაობა სკოლაში დაიწყო და უკვე 25 წელია მასწავლებლია.

თუმცა, დედის დაჟინებით ნასწავლმა ხელობამ, ჯერ კიდევ სტუდენტობისას შეახსენა თავი, როდესაც მიხვდა რომ კურსელ გოგონას ამით ძალიან დაეხმარებოდა. ჰოდა, დაეხმარა კიდეც, სამკურნალო მალამო თავადვე დაუმზადა და მალევე საოცარი შედეგიც დადო. შედეგით გამოწვეული რეაქცია და კურსელისგან მიღებული მადლიერება იმდენად ძლიერი იყო, რომ გადაწყვიტა სხვებსაც დახმარებოდა და პედაგოგობის პარალელურად ეს ჯადოსნური მალამოები ეკეთებინა.

ასე გაჩნდა ეკა ჯიშკარიანის ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი პროფესია და წლების განმავლობაში უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი.

ეკა ჯიშკარიანი: 20 წელზე მეტია რაც მალამოებს ვამზადებ. პირველი მალამო როცა დავამზადე ზუსტად ვიცოდი, თუ რა შედეგს დადებდა, რადგან დედის დამსახურებით საკუთარ თავზე მქონდა გამოცდილი. 13 წლისას საშინელი გამონაყარი გამიჩნდა სახეზე. დედამ სად არ მიმიყვანა, მაგრამ ვერაფერი მიშველეს, ბოლოს გადაწყვიტა კოსმეტოლოგობას თავადვე დაუფლებოდა და დეტალურად შეესწავლა ყველაფერი. მერე წლები დასჭირდა, რომ საკუთარი ფორმულა შეემუშავებინა. ასე შექმნა ინდივიდუალური მალამოები, რომელიც აკნესაც შველის, ლაქებსაც და კანს ბევრად უფრო ელასტიურს ხდის. შემდეგ ეს ცოდნა და გამოცდილება მე გამიზიარა. მაშინ მეზედმეტებოდა, ახლა კი მინდა ვუთხრა, რომ ამ ყველაფრისთვის ძალიან მადლიერი ვარ.

– ძირითადად რამდენი სახის მალამოს ამზადებთ და რა კონკრეტულ სარგებელს იძლევა?

– არის როგორც დღის, ასევე ღამის მალამო და გამწმენდი რძე, რომელიც იდეალურად აშორებს მაკიაჟს და ისე კარგად ასუფთავებს ფორებს, რომ ტონალურის კვალიც არ რჩება კანზე.

დღის მალამოს გაღიზიანებულ კანთან საბრძოლველად და ლაქების საწინააღმდეგოდ ვიყენებთ. მას სამკურნალო თვისებები აქვს. ხელს უწყობს ასევე წვრილი ნაოჭების ამოვსებას, მნიშვნელოვნად ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და რაოდენობას. აუფერულებს და აქრობს არასასურველ ლაქებს და რაც მთავარია კანს ხდის ბევრად უფრო ეფექტურს. ღამის მალამო, ხელს უწყობს კანის დატენიანებას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას და იცავს მას გამოშრობისაგან.

მთავარი ის არის, რომ შესამჩნევი შედეგი მალევე დგება, ჩემს მომხმარებელს ხშირად ეკითხებიან – რას იყენებ? რა კარგად გაქვს სახე. გახარებულები მერე მე მირეკავენ, უამრავ კომპლიმენტს ვიღებთო. ასეთი შეფასება თავდაჯერებულობას მათაც  მატებს და მეც ძალიან მახარებს.

უთქვამთ ისიც, რომ ძვირიან კრემს არ ჰქონია ისეთი ძლიერი ეფექტი, როგორც შენს მალამოს აქვს, შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბაო. ალბათ ფასის გამო იმ საოცარ შედეგს არ ელოდებიან რასაც იღებენ.  

– შედეგს რამდენ ხანში იღებს და რა ღირს?

– პირველივე წასმიდან ეფექტი სახეზეა, შედეგიც რამდენიმე დღეში დგება. რა შეეხება ფასს,  მინდა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. რადგან ეს არ არის ერთჯერადი მოხმარების საგანი. კანს სისტემატიურად სჭირდება კვება და დატენიანება. ეს მალამო კი კანის მოვლის უებარი საშუალებაა. ამიტომ ადამიანი, რომელიც ერთხელ შეიძენს ჩემს მალამოს და შედეგს დადებს, მეორედაც უნდა მოვიდეს, მაღალმა ფასმა არ უნდა შეაშინოს. ამიტომაც მყავს უამრავი მადლიერი მომხმარებელი.

საღამოს მალამო 25 ლარი ღირს. დღის 35 და და გამწმენდი რძე 15 ლარი.

– რატომ დაარქვით Malamo-მალამო?

– მალამო სასიამოვნოსთანაც ასოცირდება და თან სამკურნალოსთანაც, მე თავად სითბოს, სირბილეს და სინაზის ასოციაცია მიჩნდება. სწორედ ასეთია ჩემი „მალამოც“. მისი წასმის შემდეგ ბავშვის კანივით ფაფუკი ხდება კანი.

გადადით და მოიწონეთ გვერდი, რომ სახის კანის მოვლასთან დაკავშირებით შეიტყოთ სიახლეები და საინტერესო ინფორმაცია Malamo-მალამო

593 97 97 70 ეკა ჯიშკარიანი

0 კომენტარი
4

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი