fbpx

თუ გსურთ მოახდინოთ ზემოქმედება გარესამყაროზე, ადამიანებზე და საკუთარ ბედზე

ავტორი ჟოლო
2579 ნახვა
0 კომენტარი
4

ცნობილია, რომ თუ გსურს ცხოვრების შეცვლა, უნდა შეცვალო საკუთარი თავი, საკუთარი ცნობიერება, აზროვნება და საკუთარი მეტყველება.

ცხოვრებისეული ცვლილებები არის ცნობიერების ცვლილების შედეგი. ცნობიერების ცვლილების შედეგად ადამიანის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადადის. ეს ნიშნავს, რომ იზრდება მისი უნარიც, გადაწყვიტოს კონფლიქტები და მოახდინოს ზემოქმედება გარესამყაროზე, ადამიანებზე და საკუთარ ბედზე.

ცნობიერების გაფართოება ნიშნავს მისი ტევადობის გაზრდას, ბარიერების მოხსნას, ჭეშმარიტების გაგებას, რომელსაც მივყევართ ინტეგრალურ ხედვამდე და გაგებამდე. შედეგად კი იზრდება ადამიანის შესაძლებლობები, გამოიყენოს ცნობიერება პრაქტიკაში.

რა არის ცნობიერება, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი მკვლევარებს არ გააჩნიათ. აზროვნება, წარმოსახვა, შემეცნება, თვითშეცნობა ცნობიერების მნიშვნელობის არასრული ჩამონათვალია. ცნობი-ერება ნიშნავს ცნობილს, ცოდნას, ინტელექტის, ინტუიციისა და სიბრძნის ერთიანობას. ეს არის ცოდნა შემოქმედებითი და კონსტრუქციული ფუნქციონირების შესახებ.

ცნობიერების ნებისმიერი შეზღუდვა, შაბლონები, სტერეოტიპები, ცრურწმენები ქმნის მატრიცის ეფექტს, სადაც ყველაფერი ფუნქციონირებს ავტომატურად, ამ მატრიცის სტრუქტურისა და მოდელის შესაბამისად. მატრიცა ეს არის ადამიანის არაცნობიერი კონსტრუქცია. ცნობიერების გაფართოება არის მატრიციდან გამოსვლა თავისუფალ გარემოში, სადაც არაა ხისტი შეზღუდვები, პროგრამები და ინსტრუქციები. მატრიციდან გამოსვლა ხდება მაშინ, როდესაც კოლექტიური არაცნობიერი ვეღარ აკმაყოფილებს ადამიანის ინდივიდუალურ მოთხოვნებს.
გაზრდილი ტევადობის ცნობიერება მაინც შეზღუდულია, თუ ის არაა ინტეგრირებული გულთან – გრძნობების ზუსტ რეტრანსლიატორთან.

ცნობიერების გაფართოება წარმოადგენს გონების თვისებას, ნეირონების პლასტიურობის საშუალებით იყოს ტევადი, ჰქონდეს ერთის მხრივ ცოდნის სინთეზისა და ასიმილაციის უნარი, და მეორეს მხრივ ჩართოს პროცესში ინტუიცია და გულის მიერ გრძნობათა ორგანოებიდან მიღებული და გადამუშავებული ინფორმაციები.

ცნობიერების გაფართოებისას შიშს ჩაანაცვლებს ნდობა და გახსნილობა, ხდება იდენტიფიცირება იმისა, რასაც წარმოვადგენთ, რა მოგვწონს, ვისთან ვართ კომფორტულად, რა არის ჩვენი დანიშნულება. ხდება ფოკუსირება ახალ რეალობაზე, მთლიანობის შეგრძნებაზე, სიყვარულსა და მადლიერებაზე.

ცნობიერების შეცვლა იწყება ჩვენი გამოფხიზლებით, წარსულის ტრავმებისგან გათავისუფლებით და იმის გაგებით, რომ ჩვენი რეალობა არის ის, რისიც გვჯერა და რა შინაგანი მდგომარეობაც (შეგრძნებები და რესურსი) გვაქვს.

მარიკა ფიროსმანაშვილი

0 კომენტარი
4

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი