ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რაოდენ ძლევამოსილები ვართ ადამიანები…
უნდა აპატიოთ ყველას, ვინც ტკივილი მოგაყენათ, მიუხედავად იმისა, თუ მიგაჩნიათ კიდეც, რომ პატიება შეუძლებელია. მიუტევეთ არა იმიტომ, რომ ისინი ამას იმსახურებენ, არამედ იმიტომ, რომ აღარ გსურთ ამის გამო წუხდეთ ყოველთვის, როცა კი გაგახსენდებათ, თუ როგორ მოგექცნენ და არ აქვს მნიშვნელობა, რითი გაწყენინეს, მიუტევეთ ყველას, თქვენ ხომ არ გსურთ, მათ გამო იტანჯებოდეთ?!.
პატიება საჭიროა თქვენივე ემოციური, სულიერი სიჯანსაღისთვის, თქვენ პატიობთ თქვენივე თავის მიმართ თანაგრძნობის განცდით, რადგან პატიების დროს თქვენივე თავის მიმართ სიყვარულის მდგომარეობაში ექცევით.
მაგალითისთვის ავიღოთ განქორწინებული ქალი: წარმოიდგინეთ, რომ ის 10 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, შემდეგ ქმრისგან ჩადენილი მიუღებელი საქციელის გამო გაშორდა მას და ყოფილ ქმარს საშინლად ვერ იტანს. მისი სახელის ხსენებაც კი ნერვულ სპაზმს და გულისრევის შეგრძნებას იწვევს ქალში. ემოციური შხამი იმდენად ძლიერია, რომ ის უკვე უძლურია, ეს მდგომარეობა აიტანოს. მას უკვე დახმარება სჭირდება და მიდის ფსიქოთერაპევტთან. ექიმს უხსნის: „ყველაფერი მტკივა, ჩემში ყოველივე ეჭვითა და სიძულვილითაა გაჟღენთილი, შეშფოთებუი ვარ. ასეთებს არ პატიობენ! ვერ ვიტან მაგ ადამიანს!“
ფსიქოთერაპევტი პასუხობს: ემოციებისა და მრისხანების გამოხატვა გჭრდებათ, უნდა გამოუშვათ თქვენგან ნეგატივი. მიეცით თავს უფლება, გამოვლინდეთ: აიღეთ ბალიში და უკბინეთ მას, ცემეთ! დაე თქვენი მრისხანება გარეთ გამოვიდეს!“
პაციენტი მიდის და ექიმის რჩევის მიხედვით იქცევა – თავისთვის, მარტო მართავს ისტერიკას, ემოციურად ფეთქდება. ამ დროს, უკეთ ხდება. ქალი მიდის ფსიქოთერაპევტთან და მომსახურებაში ფულს უხდის, თან მადლობასაც ეუბნება, რომ დაეხმარა და ახლა კარგადაა… სახეზე ისევ ღიმილი ჩნდება…
… და ამ დროს რა ხდება? გამოდის „განკურნებული“ ქალბატონი ფსიქოთერაპევტის კბინეტიდან და, გზის მეორე მხარეს დაინახა თავისი ყოფილი ქმარი და, მრისხანებისა და სიძულვილის შეტევა იმაზე მეტად ემართება, ვიდრე ფსიქოთერაპევტთან მისვლამდე ჰქონდა… ბრუნდება ისევ ექიმთან და ისევ ფულს იხდის შემდეგი სეანსისთვის… კი, რა თქმა უნდა, ნეგატიური ემოციისგან დაცლა შველის, მაგრამ მხოლოდ გარკვეული დროის მანძილზე, ფსიქოთერაპიული ეს მეთოდი დროებით ეხმარება პაციენტს ნეგატიური ემოციებისგან დაცლაში, მაგრამ მიყენებულ ემოციურ ჭრილობას ვერ კურნავს…
ემოციური ჭრილობის განკურნების ერთადერთ გზა – პატიებაა!.. იმ ქალისთვის, აუცილებელია, რომ ქმარს აპატიოს. როგორ მივხვდეთ, ნამდვილად მიუტევა თუ არა? – მათ შორის შეხვედრა უკვე აღარ იწვევს მძაფრ ემოციებს, უკვე არ ბრაზდება ადამიანი, მისი სახელის ხსენება არ იწვევს ნეგატიურ ემოციებს, აღარ უფუჭებს განწყობას. ერთი სიტყვით, მასთან არანაირი შეხება აღარ იწვევს მასში რეაქციას და, ეს უკვე ნიშნავს, რომ მან აპატია თავის ყოფილ ქმარს. რა თქმა უნდა, ნაჭრილობევი იარა დარჩება ემოციურ პლანზე, მეხსიერებაში, როგორც კანზე რჩება ხოლმე ნაიარევი, თუმცა მოშუშებული ჭრილობა, უკვე უმტკივნეულოა…
შესაძლოა იფიქროთ კიდეც, რომ „მიუტევე – ადვილი სათქმელია! დიდი სიამოვნებით ვაპატიებდი, მაგრამ არ გამოდის“. ჩვენ ყველას ასობით მიზეზი და გამართლება გაგვაჩნია იმისათვის, რომ ვერ ვპატიობთ. მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა. სიმართლე კი ისაა, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია პატიების უნარი, მივეჩვიეთ მიუტევებლობას. უბრალოდ, არასდროს გვიცდია – ვინმესთვის გვეპატიებინა, ჩვენ დავხელოვნდით მხოლოდ მიუტევებლობაში.
გაიხსენეთ – იყო დრო, როცა შეგვეძლო პატიება, როცა პატარები ვიყავით, ბავშვები, რომლებიც ეზოში თამაშის დროს მეზობელ ბავშვთან უთანხმოების გამო დედასთან მივირბენდით ხოლმე და შევჩივლებდით – „დედაა, იმან დამარტყა“. და როცა დედებს ერთმანეთთან ზომიერი საუბარი ჩხუბში გადაზდიოდათ, ჩვენ უკვე შერიგებულები ვიყავით და ისევ ერთად ვთამაშობდით მათთან, ვინც დაგვარტყა, ხოლო მშობლები უკვე მთელი ცხოვრება ერთმანეთზე გადაკიდებულები აგრძელებდნენ თანაარსებობას…
საქმე ისაა, რომ პატიებას სწავლაც არ ჭირდება, ჩვენ ამის უნარი დაბადებიდან მოგვდევს, მაგრამ რა გვემართება? ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულად გვზრდიან და მიუტევებლობას გვასწავლიან. რაც არ უნდა უმნიშვნელო წყენა მოგვაყენონ, იმ ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე ვშლით ჩვენი ცხოვრებიდან, ეგოისტური პატივმოყვარეობა იწყებს ჩვენში ბრძოლას…
როცა ჩვენ არ ვპატიობთ, ჩვენი შეუცვლელობის, საჭიროების ილუზია გვიმყარდება. უპატიებლობის გამართლება კი ჩვენგან ასე ჟღერს: „როგორც არ უნდა იყოს, მე მას არასდროს ვაპატიებ, ეგეთებს არ პატიობენ!“ – და გვგონია, რომ ამით ძლიერები ვჩანვართ სხვის თვალში…
პრობლემა – სიამაყეშია! სიამაყე, პატივმოყვარეობა გვაიძულებს მრისხანების ცეცხლზე ნავთის დასხმას, გვაიძულებს, საკუთარი თავი ვარწმუნოთ, რომ ამის პატიება შეუძლებელია! ვიტანჯებით, რათა როგორმე შევძლოთ, მწარედ დავსაჯოთ, ვინც გვაწყენინა. ვიქცევით ისე, როგორც პატარა „ისტერიჩკა“ ბავშვები, სინამდვილეში, მხოლოდ ყურადღების მიქცევა რომ სურთ. ჩვენს თავს ტკივილს მხოლოდ იმ მიზეზით ვაყენებთ, როგორმე ვაგრძნობინოთ მწნენინებელს, რომ აი, მის გამო, რა დღეში ვართ. დიახ, ვაღიაროთ, რომ ყელაფერი ზუსტად ასეა.
ნაგავში მოისროლეთ სიამაყე და პატივმოყვარეობა, დაივიწყეთ ამპარტავნება და, უბრალოდ, სთხოვეთ პატიება და მიუტევეთ…
თავდაპირველად, შეადგინეთ სია, ვინც, თქვენი აზრით, გაწყენინათ და ვისაც აწყენინეთ. შემდეგ ზოგს პატიება სთხოვეთ, ზოგსაც მიუტევეთ. წარმოიდგინეთ ამ სიიდან ხალხი და ითხოვეთ პატიება ძილის წინ, თქვენთვის, ჩუმად, ეს პროცესი გადაიყვანეთ სიზმარში, აპატიეთ ყველას. გააცნობიერეთ, რომ ვისაც რა უნდა ექნა, თქვენ არაფერ შუაში ხართ. გახსოვდეთ – ყველა თავის პირად სიზმარს ხედავს. ეს პროცედურა ქვეცნობიერის გასუფთავებაში გვეხმარება. შეიქმენით ასეთი სიზმარი. ადრე თუ გვიან აცნობიერებთ, რომ ყველაზე მეტად საკუთარ თავს უნდა აპატიოთ ყოველი წყენა, მთელი ეს ემოციური შხამი, ყოველი სატანჯველი, რაც კი საკუთარი თავისთვის თქვენ თავად მიგიყენებიათ. და როცა მიუტევებთ საკუთარ თავს, უკვე იგრძნობა სიმშვიდე და ჰარმონია, გიძლიერდებათ საკუთარი თავის სიყვარული. ზუსტად ესაა უმაღლესი მიტევება, დატოვება ყოველივე ნეგატივისა, რომელიც თქვენშია, როცა, როგორც იქნა, თავისუფლდებით თქვენშივე არსებული ენერგოინფორმაციული ნაგვისგან…
ცხოვრების მანძლზე, ბავშვობიდან გვემატება და გვემატება „ზნეობრივ-მორალური“ კრიტერიუმები, დროთა განმავლობაში, ჩავდივართ უამრავ ქმედებას, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ჩარჩოს, რითიც აღგვზარდეს და, ჩვენივე თავს ვადანაშაულებთ სულ უფრო და უფრო მეტჯერ, რის გამოც მივიჩნევთ, რომ ღირსები ვართ ამა თუ იმ ცხვრებისეული მდგომარეობებისა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ რაღაც სასჯელს და ამ ყოველივეთი ჩვენ ვიპროგრამებთ ჩვენსავე ბედს, ვიქმნით კარმას და ყოველივე ჩვენს მიერ ნაგულისხმევი სასჯელი რეალობად იქცევა ხოლმე, ამიტომაც ვზღავთ ცხოვრებაში იმისთვის, რაც „ჩავიდინეთ“…
არადა, ძალიან მარტივადაა ყველაფერი: შეიყვარეთ თქვენივე თავი და აპატიეთ სხვასაც და თქვენს თავსაც ყოველივე, ნუ განსჯით ნურც სხვას და ნურც თავს, გააიგივეთ სხვაში თქვენივე თავი, მიუტევეთ და მოგეტევებათ…
გააცნობიერეთ, რომ კარმა, როგორც ასეთი, არ არსებობს და კარმაც გაქრება! მას თქვენ თქვენივე ძალისხმევით, კარმის არსებობის მიმართ თქვენივე რწმენით ქმნით, რადგან გჯერათ, რომ დაისჯება, ან დაისჯებით…
ყოველივე ზემოთთქმული ამტკიცებს, რომ ყველაფერი თქვენს ხელთაა და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რაოდენ ძლევამოსილები ვართ ადამიანები…
თუ შეძლებ, მიუტევო საკუთარ თავს – სიცოცხლე იწყება თავიდან, სუფთა ფურცლიდან და კარმა აღარ არსებობს!..