fbpx

თუ თქვენ განავითარებთ ამ მდგომარეობას ცხოვრებაში შეუჩერებელი იქნებით

ავტორი ჟოლო
1.9K ნახვა

ძენის გონების ოთხი მდგომარეობა:

1. შოშინი ან „დამწყები გონება“ (初心) ეს უშიშრების კულტივირების პირველი ეტაპია.

იფიქრეთ იმ დროზე, როდესაც აღფრთოვანებული იყავით და გსურდათ რაიმე ახალი საქმის დაწყება. თუმცა აქ შეიძლება თქვენთვის ბევრი რამ უცნობი იყო, მაგრამ რაღაცა ახალის მცდელობის გამო სავსენი იყავით სიამოვნების განცდით. ეს არის გონების ტიპი, რომელიც გვინდა რომ განვავითაროთ ცხოვრების ყველა ასპექტში. იმის მაგივრად რომ ნერვიულობით ან შიშით დავიწყოთ, შეგვიძლია ვისწრაფოდეთ რომ ვიყოთ მონდომებულები და გახსნილები და მივიღოთ ყველაფერი, რაც ჩვენს გზაზე მოდის. იმისთვის, რომ ცხოვრებას ამ დამწყები გონებით მივუდგეთ, ამისთვის უნდა დავემშვიდობოთ საკუთარ წინასწარ ჩამოყალიბებულ პრეკონცეფციებს და ვიყოთ ოპტიმისტურები. თუ თქვენ ამ განცდასთან ერთადერთი რამ მაინც შეძელით და გააკეთეთ უკვე ცხოვრებაში, მაშინ ამ გრძნობის გადატანას სხვა სფეროებშიც შეძლებთ.

2. ფუდოუშინი (不動心) ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ “უძრავი გონება”.

ეს არ ნიშნავს რომ თქვენ ჯიუტები ხართ, მაგრამ ფუდუშინი ითარგმნება როგორც დაბრკოლებების პირისპირ დეტერმინირებულად განწყობილი. განა ლომი რაიმე აწმყოს საფრთხისგან გარბის? ძალიან იშვიათად. ცხოველი არ ბრაზდება და არ აქვს განსჯითი მიდგომა დაბრკოლებებზე. ის მშვიდია, როგორც  ქარიშხლის თვალი, სანამ ნადირს თავზე არ წამოადგება.

თუ თქვენ შეგიძლიათ განავითაროთ ფუდუშინი, როდესაც სტრესის წნეხის ქვეშ იმყოფებით, მაშინ ცხოვრებაში შეუჩერებელი იქნებით.

3. მუშინი (無心) ან „გონების გარეშე“.

ეს ჩინური ტაოიზმის ფილოსოფიის, ვეი ვუვეის იდეის მსგავსია. როდესაც ჩვენ ამ „ზონაში” ვიმყოფებით, ვმუშაობთ რაიმე დიდ შედევრზე ან ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს, მაშინ ჩვენ ალბათ უკვე განცდილი გვექნება მუშინის მდგომარეობა. როდესაც ჩვენ აზრებისგან ცარიელები ვართ, მაგრამ ვმოძრაობთ და ვმოქმედებთ მხოლოდ აწმყოში მომენტში, შიშის, ბრაზის, ეგოსა თუ სხვა ემოციის გარეშე, აქ ჩვენ უკვე ანგარიშგასაწევი ძალა ვართ.

სიმშვიდის განვითარებით და იმის სწავლით, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება არა-აზრზე, ჩვენ შეგვიძლია ასევე მუშინის კულტივირება.

4. ზანშინი (残心) სიტყვასიტყვით ეს ითარგმნება როგორც “გონების დარჩენილი ნაწილი”.

გონების ეს მდგომარეობა შეიცავს ორ კონკრეტულ ელემენტს. ეს ნიშნავს, რომ თუმცა თქვენ  მოდუნებული ხართ, ამავდროულად თქვენს ირგვლივ გარემოსაც ასევე კარგად აცნობიერებთ. ეს ის მდგომარეობაა, რომელზეც საბრძოლო ხელოვნების ოსტატები ამბობენ, რომ ისინი მიზნად ისახავენ იყვნენ ისე, რომ ნებისმიერ მომენტში შეძლოთ რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ რამეზე, რაც მათ გზაზე მოდის.

ასეთი მოდუნებული სიფხიზლის ფლობით, ვერც შიში ვერ შეგაკრთობთ და ვერც მოწინააღმდეგის ვერანაირი საშინელი სახე…

წყარო: მოქშა ფეიქარი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment