fbpx

“თვითგანვითარება საკუთარი თავის შეცნობით იწყება”

ავტორი ჟოლო
926 ნახვა

შეიძლება ითქვას, რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ ტრანსფორმაციაზე.
ტრანსფორმაციაზე, როგორც პროცესზე.
შინაარსობრივად სიტყვა „ტრანსფორმაცია“ გარდაქმნას, სახეცვლილებას ნიშნავს.
ცვლილება შეიძლება იყოს, პროგრესიც და რეგრესიც და ორივე შემთხვევაში ეს ტრანსფორმაციაა.

პროგრესისკენ მიმართული ტრანსფორმაცია, ეს თვითგანვითარების გზაა.
თვითგანვითარება კი საკუთარი თავის შეცნობით იწყება.
„შეიცან თავი შენი!!!“ განვითარების ქვაკუთხედია.
ტრანსფორმაციას გააჩნია ეტაპები, შრეები, საკუთარი თავის გაცნობისა და შეცნობის ყველაზე ღრმა ეტაპი ტრანსმუტაციაა.

მეტაფორულად, რომ ჩავშალოთ ეს არის გარდაცვალებისა და თავიდან დაბადების ციკლი.
ლოგიკურია, რომ მეტაფორული გარდაცვალების წინაპირობაა კრიზისი, ნგრევა, ნგრევა იმისთვის, რომ თავიდან აშენდეს.
ტრანსმუტაცია – ალქიმიის ნაყოფია, ხოლო „ადამიანის სული თავისი ბუნებით ალქიმიკოსია“
აი, აქ კი თამაშში შემოდის ფილოსოფია. ფილოსოფია, როგორც ფსიქოლოგიის ერთ-ერთი საფუძველი. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სულიერ გარდასახვაზე და ამ სულიერი ტრანსმუტაციის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მუხლუხოს პეპლად გარდაქმნის პროცესი.
მუხლუხო (ჭია) – რომელიც იწყებს პარკის ქსოვას, რომელსაც ირგვლივ შემოიქსოვს და ასე იწყებს ჭუპრობის პერიოდს – ჭუპრი პარკის შიგნით იწყებს დაშლას და ხდება პეპლად გარდასახვის პროცესი – პეპელა კი ხვრეტს ამ პარკს და რეალურად ესაა განთავისუფლებისა და სიმსუბუქის, ფრენისა და აღმაფრენის დიადი აქტი.

ტრანსმუტაციას აქვს ეტაპები, პერიოდები.
1 შავი პერიოდი- ყველაზე რთული და ხანგრძლივი „ეგოს სიკვდილის“ ფაზა.
2 თეთრი პერიოდი – გრძნობებისა და ემოციებისაგან განთავისუფლების ფაზა.
3 წითელი პერიოდი – განთავისუფლებულ სხეულში სულიერი ენერგიის აცეკვების ფაზა.
რეალურად კი ეს ყველაფერი მაინც არის გზა ცნობიერებიდან თვითობამდე ანუ ღმერთის ძიების პროცესი საკუთარ თავში.
ყოველთვის მკვეთრად მახსოვს ერთ-ერთ ტრენინგზე მოსმენილი ისტორია, როდესაც ღმერთები ადამიანის გულში დაიმალებიან და ასე გახდა დამალობანა მათი საყვარელი თამაში.
იპოვი თუ არა?! ესაა მარადიული კითხვა, ერთი კი უნდა ითქვას ამ ძიებაში შენ უკეთესი ხდები, უფრო ზუსტად კი რეალურ მეს უბრუნდები.

გვეპოვოს ღმერთი ჩვენსავე გულში და ჩვენს განთავისუფლებულ სხეულშიც აცეკვებულიყოს სულიერი ენერგია.

თამუნა ქურდაძე (ფსიქოლოგი, ქოუჩი)

მსგავსი სტატიები

Leave a Comment