fbpx

უბრალოდ გაიღიმე, გაგაბედნიერებს …

ავტორი დეა თავბერიძე
317 ნახვა

ბედნიერებას ზოგჯერ ერთი გულწრფელი ღიმილი ბადებს, ღიმილი, რომლითაც სხვასაც აბედნიერებ და საკუთარ თავსაც…

რომლითაც უფრო მეტად ლამაზდები, უფრო მეტად ლაღი ხდები და თურმე ჯანმრთელდები კიდეც…

არადა ეს “უბრალო” ღიმილი რა ხშირად გვავიწყდება… 

როგორც მეცნიერები ამბობენ ღიმილის დროს, ბედნიერების ჰორმონი ენდორფინი გამოიყოფა და ჩვენს ყოველ უჯრედს დადებითად მუხტავს. ტვინი კი თურმე ვერ არჩევს ბუნებრივად ვიღიმით თუ „იძულებით“, მთავარია 5 წუთით დავიტოვოთ ღიმილი სახეზე.

ჰოდა, დღევანდელი დღე ღიმილის დღედ გამოვაცხადოთ.

სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ თავს გაუღიმეთ.

მერე სარკის გარეშეც გაიღიმეთ, დღეში რამდენიმეჯერ და რაც შეიძლება ხშირად…

 არ იცით რისთვის გაიღიმოთ?

ირგვლივ მიმოიხედეთ… იმ ყოველი წვრილმანისთვის, რაც ჩვენს გარშემოა, რაც ცხოვრებას გვივსებს და ყოფას გვილამაზებს…  მადლიერებით გაუღიმეთ საყვარელ ნივთებს, ყვავილებს, ხეებს…

გაუღიმეთ ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს, მოღუშულ უცნობებსაც კიღიმილი ხო გადამდებია

წარმოგიდგენიათ რა მოხდება ქუჩაში, ადამიანებს, რომლებიც გზად შემოგეგებებიან გულწრფელად რომ გაუღიმოთ, გავუღიმოთ მხოლოდ იმისთვის რომ ამ სამყაროში მარტო არ ვართ… გერიდებათ? მაშინ გულში გაუღიმეთ, ბედნიერება უსურვეთ და ამ ღიმილს გააყოლეთ კეთილი სურვილებიც…

რა მოხდება?…

გაბედნიერდებით …. ღიმილი გაგაბედნიერებთ… 

თავად გამოსცადეთ და გაგვიზიარეთ… 

ავტორი: ნეინეი

1 თებერვლიდან, 21 დღიან მაინდფულნესის მარათონზე ვიწვევთ ყველას: ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს “აწმყოში ყოფნის ხელოვნებას”.

✔️ “აქ და ახლა” ყოფნას;
✔️ საკუთარი თავისა და სხვების განსჯის გარეშე ცხოვრებას;
✔️ სხეულის მოსმენას;
✔️ სამყაროს გზავნილების მიღებას;
✔️ იმ დეტალების შემჩნევას, რომელიც ასე საჭირო და აუცილებელია ჩვენი ყოველდღიური ბედნიერებისთვის
და რაც ყველაზე მთავარია დავეუფლებით ცნობიერ მდგომარეობაში ყოფნის ხელოვნებას.
21 დღიანი მარათონის საფასური 125 ლ
დარეგისტრირდი და ისიამოვნე პროცესით: https://shorturl.at/hpIN4

მსგავსი სტატიები

Leave a Comment