fbpx

ვიცით რა ეს კანონი ვცხოვრობთ კომფორტულად და ჰარმონიულად

ავტორი ჟოლო
3,778 ნახვა

ნაკლები ძალისხმევის კანონი

სამყარო ორკესტრირებული სიმფონიაა. როდესაც ჩვენი გონება-სხეული ჰარმონიაშია სამყაროს სიმფონიასთან, ყველაფერი ხდება სპონტანური და ძალდაუტანებელი.

სწორედ ეს არის ნაკლები ძალისხმევის კანონის არსი; ნდობა იმისა, რომ სამყაროში ყველაფერი არის ისე, როგორც უნდა იყოს, სრულყოფილ ჰარმონიაში. ვიცით რა ეს კანონი, ჩვენ ვიწყებთ ცეკვას კოსმოსის რიტმში, ვცხოვრობთ კომფორტულად და ჰარმონიულად.

ნაკლები ძალისხმევის კანონი გვასწავლის რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მაქსიმალური, მინიმალური ძალისხმევით. ამ კანონის მოქმედებაში მოსაყვანად მნიშვნელოვანია ,,მიღება’’ – მივიღოთ ის, რაც არის ამ მომენტში.

რაც უფრო მარტივად იღებთ თქვენი ამჟამინდელი, ამ მომენტში არსებულ ცხოვრებისეულ გარემოებებს, მით უფრო მარტივი ხდება თქვენი ცხოვრება. როდესაც ეწინააღმდეგებით იმას რაც ხდება ამ მომენტში, თქვენ რეალურად ეწინააღმდეგებით მთელს სამყაროს. როდესაც გინდათ რაიმეს შეცვლა თქვენს ცხოვრებაში, პირველი ნაბიჯი არის – ამ მომენტში არსებული გარემოებების მიღება ისეთად როგორიც არის.

ნაკლები ძალისხმევის კანონი გვასწავლის რომ, რაც უფრო მეტად ჰარმონიაში ვართ ბუნებასთან, რაც უფრო მეტი სიყვარულით ვმოქმედებთ მით უფრო მარტივი ხდება იმ გარემოებების მიზიდვა ჩვენს ცხოვრებაში რასაც ვიწადით.

🌸 დღეს – დანერგეთ ნეკლები ძალისხმევის კანონი თქვენს ცხოვრებაში შემდეგნაირად:

-მიიღეთ ყველა ადამიანი და გარემოება ზუსტად ისეთად როგორიც არის.

-აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე, თქვენი თავის დადანაშაულების გარეშე, და მიიღეთ თქვენი ცხოვრება ისეთი როგორიც არის.

– ივარჯიშეთ ,,არშეწინააღმდეგება’’ – განთავისუფლდით, თქვენს სიმართლეში სხვების დარწმუნების საჭიროებისგან.

💌დღის ფრაზა:

**მე ვიღებ სიუხვეს, რომელიც მარტივად მოედინება ჩემსკენ**

ეს ფრაზა რაც შეიძლება ხშირად გაიმეორეთ დღის განმავლობაში.

მოამზადა ნენე ლელაშვილმა

დიპაკ ჩოპრას მიხედვით

💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕

მსგავსი სტატიები

Leave a Comment