fbpx

ვისი სურვილები ხდება სწრაფად და რატომ?

ავტორი ჟოლო
3,309 ნახვა

ყველაზე სწრაფად სურვილები იმას უსრულდება, ვის ენერგიასაც მაღალი ვიბრაციები აქვს.
დღევანდელ დროს მე დავარქმევდი პერიოდს, როდესაც აზრების  მატერიალიზება სწრაფად ხდება,– დღევანდელი რეალობა ეს თქვენი ფიქრებია. ეს ეხება ჯანმრთელობას, პირად წარმატებებს, ფულს და ურთიერთობებსაც.

თუ თქვენ გჯერათ, რომ ვინმე სხვა აგიწყობთ და დაგილაგებთ ცხოვრებას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი დღევანდელობა არ განიჭებთ კმაყოფილებას. რადგან გონებაც უნდა გრძნობდეს სიამოვნებას და ამ შეგრძნებისას უნდა ვახდენდეთ ჩვენი ზრახვების თუ სურვილების სტიმულირებას.

ვაკვირდები ადამიანებს და ვხედავ, რომ მხოლოდ ინდივიდები აძლევენ თავს საშუალებას ისიამოვნონ საკუთარი ცხოვრებით და აღიარონ ეს მდგომარეობა, შედეგად კი კვლავ იზიდავენ სხვადასხვა სასურველ სიტუაციებს თავიანთ ცხოვრებაში.

მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი სხეულის მთავარი კომპიუტერი ასრულებს მხოლოდ იმ პროგრამებს, რომლებიც მასშია გააქტიურებული. ყველა სურვილი და რწმენა რომელზედაც სიჩუმეში ან ემოციებში ვფიქრობთ – ჩვენი ცხოვრებისეული პროგრამების ან მოვლენების მაჩვენებელია. თუმცა, ისიც მინდა გითხრათ, რომ პროგრამების “შეცვლა” ან “გააქტიურება” ყოველთვის შესაძლებელია.

მაღალი დონის ვიბრაციები – რეალურად ის ენერგიაა, რომელიც დროთა განმავლობაში, თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანისა და ცხოვრებისეული გამოცდილების დახმარებით დაგროვდა. რაც უფრო ნაკლებია გონებაში დამანგრეველი ფიქრები, მით უფრო მაღალია თქვენი ენერგიის დონე.

ენერგიის სუფთა ველი კი თქვენი სურვილების დაბადებისა და მატერიალიზების სფეროა.

ენერგიის ასამაღლებლად მინდა ერთი მარტივი პრაქტიკა გაგიზიაროთ, ეს არის “ოქროს სხივი”. ის ათავისუფლებს გონებას ზედმეტი ფიქრებისგან და ასუფთავებს და აძლიერებს ენერგიას. რა არის “ოქროს სხივის” პრაქტიკა და რაშია მისი სიმარტივე? უბრალოდ წარმოიდგინეთ, თუ შინაგანად როგორ ასხივებთ ოქროსფერ სხივებს და როგორ ბრწყინავთ მთლიანად…

სულ ეს არის.

მთავარია იბრწყინოთ რაც შეიძლება ხშირად, რაც შეიძლება დიდხანს და ეს ჩვევად აქციოთ!

ევგენია დრონი

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment