fbpx

„ვისზეც ხმა მიმიწვდება, კი ვაფრთხილებ და ვმოძღვრავ“…

ავტორი ჟოლო
76 ნახვა

წარამარა მესმის ხოლმე სმენითი ტრავმების შესახებ სტუდენტებსა და კოლეგებში…  ვისზეც ხმა მიმიწვდება, კი ვაფრთხილებ და ვმოძღვრავ, მაგრამ მათშიც კი აღმოჩნდება ხოლმე მუსიკოსი, უკვე საკმაოდ წინწასულიც, რომ ყოვლად გაუმართლებელი კუსტარული სამუშაო გარემო აქვს ან ყურსასმენებით მიქსავს ელექტროაკუსტიკურ მუსიკას, არანორმალური ინტენსივობის დინამიკებთან ახლოს ყურის დაუცველად იმყოფება ხანგრძლივად და რეგულარულად, ხმამაღალი ბენდის შუაგულში უკრავს და ვერ გრძნობს, რა გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიიღოს
ს მ ე ნ ი ს ელემენტარული ჰ ი გ ი ე ნ ი ს დაუცველობით.
სმენის მცირე, სხვათათვის უმნიშვნელო დაქვეითება, მუსიკოსებისთვის რომ გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს მათი ერთ-ერთი უმთავრესი პროფესიული პარამეტრის – ტემბრის საკონტროლოდ; ამის გამო თვითონ ვეღარც კი მიხვდეს იქნებ, რატომ ეკარგებათ მისი მუსიკისადმი ინტერესი და ვერც ვერავინ უთხრას წესიერად: ასეთი რამეები შემუჩნებლად შემოიპარება ხოლმე და ზოგჯერ ასაკსაც ბრალდება ხოლმე არამართებულად…
მეორე, უფრო ძლიერი დაქვეითება – საგრძნობია და შეშფოთების მიზეზიც უფრო ხშირად ხდება ხოლმე; მიმართავენ ექმის და ხან დროული აღმოჩნდება ეს და პროცესის გაჩერება – შესაძლებალი, ხან კი უკვე ვეღარ შველიან ამ დაზიანებას, ვერც შესვენებით და საქმიანობის შეჩერებით, ვერც ხანგრძლივი და საფუძვლიანი მკურნალობით…
ასე შეიძლება მივიდეთ ნაწილობრივ ან სრულ სიყრუვემდე, რომელსაც უკვე არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ყოველდღიური და ყველაფრის მომცველი დისკომფორტი შემოაქვს ცხოვრებაში და წესიერ ქვეყნებში მანქანის მართვის აკრძლავამდეც მიჰყავს პაციენტი.
კიდევ უფრო საშინელი ავადმყოფობა, სმენის ჰიგიენის დაუცველობით გამოწვეული, არის სხბდასხვა სიმაღლის და სიძლიერის ხმაური ყურში, ტინიტუსია მისი სახელი (Tinnitus) და ან პერიოდულად ან პერმანენტულად უმწარებს სიცოცხლეს მის მატარებელს.
ამ ყველაფერთან დაკავშირებული და ამ ნიადაგზე აღმოცენებული ნევროზი, ფსიქიური აშლილობა და სხვა თანმდევი ეფექტებიც ასევე ანგარიშგასაწევია, რადგან უკვე მხოლოდ თავს კი არ ვვნებთ, არამედ სხვათათვისაც დისკომფორტის შემქმნელი და საშიში არსებები ვხდებით.
ამიტომ – როგორც დაბანა, პირის ღრუს ჰიგიენა და ა.შ. გვაქვს აღიარებული აუცილებლობად იმისთვის, რომ რაც ჩვენს თავს, არც სხვებს არ შევუქმნათ დისკომფორტი, ისე სმენის ჰიგიენას უნდა მივხედოთ ყველა სიტუაციაში, სიმფონიური ორკესტრი იქნება ეს, ჯაზის თუ როკის ბენდი, ელექტროაკუსტიკური მუსიკა, ელექტრონული კლუბი, მშენებლობა, ტრანსპორტი… მუსიკოსებს – ყველაზე უფრო მართებთ ამ შეგონებისთვის (ბოდიში, გამიგრძელდა) ყურის გდება, მაგრამ “ჩვეულებრივი” ადამიანიც (კლუბში, მშენებლობაზე ან ქუჩის ტრანსპორტში) არ არის დაზღვეული ამის გაუთვალისწინებლობის სავალალო შედეგისგან…

ოტოლარინგოლოგები იქნებ გამოეხმაურონ ამ პოსტს და შესთავაზონ კონსულტაცია და თერაპია – უკვე ძალიან გახშირდა ტრავმირებული მუსიკოსების და მსმენელების შემთხვევები…

რეზო კიკნაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment