fbpx

ვიზუალური ხელოვნება და სხვა აქტივობები ვიენის ჯაზ-ფესტივალზე

ავტორი ჟოლო
116 ნახვა

წელევანდელ ვიენის ჯაზ-ფესტივალზე შესანიშნავი კონცერტების პარალელურად არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოფენები და სხვა აქტივობები მოეწყო.

“ვიენის ჯაზ-ფესტივალი, ემოციის 40 წელი” – ეს 2021 წელს გამოსული ვენსან ბესერის წიგნის სათაურია (Vincent Bessières, Jazz à Vienne, 40 ans d’émotions rédigé).

წელს კი, ამავე სათაურით გაიმართა გამოფენა, რომელიც ამ ოთხი ათეული წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მომენტებს ასახავდა. გამოფენა Saint-André-le-Haut-ს ეკლესიაში მოეწყო, სადაც არაერთი მანამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტი იყო გამოფენილი.

Drumsville – დასარტყამი ინსტრუმენტების გამოფენა. იგი ჯაზის ევოლუციაზე მოვგვითხრობდა, ახალი ორლეანის დასარტყამი ისტრუმენტების საშუალებით. გამოფენა ახალი ორლეანის ჯაზის მუზეუმმა წარმოადგინა, სადაც პერკუსიის როლი და ახალი ორლეანის რიტმი იყო წარმოდგენილი. ის, თუ, როგორ მოახერხეს ნოვატორმა დრამერებმა ამ ინსტრუმენტის კრესენტ-სიტიდან მთელს მსოფლიოში გავრცელება.

ქალები ჯაზში – გამოფენა ეძღვნებოდა ქალის ადგილს ჯაზ-მუსიკაში.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ვიენის ჯაზ-ფესტივალის დამაარსებლის, ჟან-პოლ ბუტელიერის პირადი კოლექცია.

აქვე იყო გამოფენილია მის მიერ კონფერენციებზე წარმოთქმული სიტყვები ამ თემასთან დაკავშირებით. ეს იყო შესანიშნავი ექსპოზიცია, რათა კიდევ ერთხელ გაგვეხესენებინა ის მუსიკოსები, რომელთაც თავიანთი კვალი დატოვეს ჯაზისა და, კერძოდ, ამ ფესტივალის ისტორიაში.

ფოტოგამოფენა – როცა ჯაზი “დაბლარულია” (არამკვეთრია). ეს იყო Flous Furieux კოლექტივისა და ვიენის ჯაზ-ფესტივალის ერთობლივი ნამუშევარი, ინსტინქტებითა და აღმაფრენით შთაგონებული ფოტოების გამოფენაა. პირადი და საკუთარი შეგრძნებების სამყაროში მოპატიჟებაა.

FlousFurieux კოლექტივი ფოტოს და ვიდეოს შემქმნელი ლაბორატორიაა, რომელიც რამდენიმე ავტორს აერთიანებს. მულტიმედიის შესაქმნელად ისინი სხვადასხვა საშუალებას იყენებენ: ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს და ტექსტს, რათა ახალი ხედვით გახდნენ კულტურის აქტორები. ამ საქმიანობაში ჩართული არიან სტუდენტები, ვიზუალური და მედია სტრუქტურის პროფესიონალები. Flous Furieux კოლექტივი უკვე სამი წელია ვიენის ფესტივალის ფოტოებს იღებს და ეს გამოფენაც მათ თავგადასავალზე მოგვითხრობდა.

ფესტივალის განმავლობაში მოეწყო დოკუმენტური და ისტორიული ფილმების ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ნაჩვენები იყო ლეგენდარული კონცერტები, რომლებიც ვიენის ჯაზ-ფესტივალზე იყო გადაღებული.

29 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით მთელი ქალაქი ჯაზის ხმოვანებით არის მოცული. ჯაზი ისმის ყველგან: ვიენის ქუჩებში, ბაზრებში, ეკლესიებსა თუ მუზეუმებში. არიან როგორც სოლო შემსრულებლები, ისე ჯგუფური გამომსვლელები. ქუჩის წარმოდგენლებიდან აუცილებლად უნდა ავღნიშნო “დრამერი ჯარიკაცების” შოუ, რომელმაც საოცარი ენერგიითა და ხალისით აავსო არე-მარე. ისინი პუბლიკასთან ინტერაქციის დიდოსტატები არიან. ამას კი პერკუსიის, სიმღერის, ცეკვისა და ქუჩის თეატრის შერწყმით ახერხებენ.

საინტერესო იყო ღონისძიება “დახატული კონცერტი”, სადაც კომიქსები და მუსიკა შეერწყა ერთმანეთს. აქ გაჟღერებული მუსიკა პოპის, მისტიკისა და ჯაზის ნაზავი იყო. წარმოდგენა ფანი მიკაელისის ნახატებით იყო გაფორმებული. ფანი ილუსტრატორი და კომიქსების ავტორია. იგი მუსიკოსიცაა.

მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის ჩატარდა მასტერ-კლასები ჯაზსა და იოგაში, სადაც შემდეგი საკითხები განიხილეს: სხეულის მუსიკა, სუნთქვის კონცენტრირება მუსიკის რიტმზე, მოქნილობა, ბალანსი, განტვირთვა მუსიკის თანხლებით. ეს სავარჯიშოები ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანს მიესადაგებოდა.

გალო-რომაულ მუზეუმში კი მოეწყო ღონისძიება – ჯაზი ბავშებისთვის. სადაც, ბავშვებს შეეძლოთ აღმოეჩინათ ძველ-ბერძნული მითი ორფეუსის შესახებ, რომელიც მუსიკოსი, მომღერალი და პოეტი გახლდათ. ლეგენდის თანახმად, ის იასონთან ერთად იყო ხომალდ არგოზე, როცა მათ კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად.

ავტორი: Gia Gogatishvili

მსგავსი სტატიები

Leave a Comment