fbpx

ხეების ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და განწყობაზე

ავტორი ნინო გონგაძე
3.9K ნახვა

დენდროთერაპია_ ადამიანზე ენერგეტიკული ხეების ზემოქმედების მეთოდია. ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ბუნება ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. მთავარია მისი ძღვენით სწორად ვისარგებლოთ.

ხეები ძვირფასია არა მხოლოდ ფოთლებითა და მერქნით, ისინი ასევე ადამიანის ჯანმრთელობასა და განწყობაზე დადებით გავლენას ახდენენ. ცნობილია, რომ ბიოლოგიური აქტივობის საათებში ხეებს მეტი სარგებლობა მოაქვთ.

დადებითი ენერგიით რომ დაიმუხტოთ, ჯანმრთელ ხესთან განსაზღვრულ დროს უნდა მიხვიდეთ. მისგან ცოტა მოშორებით დადგეთ, მოდუნდეთ და თქვენი სასიცოცხლო ენერგიის მარაგის შევსება სთხოვოთ.

ჭრილობის ან ცალკე ორგანოს სამკურნალოდ შეგიძლიათ ხეს სხეულის მტკივნეული ნაწილით მიეყრდნოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ენერგიის შევსება გამხმარი ან ავადმყოფი ხის ახლოს არ შეიძლება. ამას შესაძლოა მოჰყვეს უკუეფექტი.

არყის ხე: აქტიური დროა 5_დან 9 საათამდე. არყის ხეს დამამშვიდებელი ენერგია აქვს, კარგად ხსნის სტრესს.

მუხა: აქტიური დროა 21_დან ღამის 3 საათამდე. მუხას ძლიერი ენერგია აქვს. თუ აღგზნებული და გაბრაზებული ხართ უმჯობესია არ მიუახლოვდეთ.

ფიჭვი: მუდამ აქტიური დრო აქვს. მისი ძლიერი ენერგია შესანიშნავად ებრძვის დეპრესიას.

ვერხვი: აქტიური დროა 14_დან 17 საათამდე. ხსნის სტრესს, გაღიზიანებას, მაგრამ მასთან 10 წუთზე მეტ ხანს დგომა არ არის საჭირო. შესაძლოა გულისრევა და თავბრუსხვევის შეგრძნება გამოიწვიოს.

ცაცხვი: აქტიური დროა 14_დან 18 საათამდე. მას რბილი ენერგია აქვს. სითბოსა და სიმშვიდის შეგრძნება ჩნდება.

ალვის ხე: აქტიური დროა 15_დან 18 საათამდე. ენერგია თანაბარზომიერია. ალვის ხეს რამდენიმე წუთი მოეხვიეთ- დაღლა გაივლის.

ნეკერჩხალი: აქტიური დროა დილის 7_დან 10 საათამდე. იგი ნერვულ დაძაბულობას მოგიხსნით.

წაბლის ხე: აქტიური დროა ღამის 1_დან დილის 5 საათამდე. დაღლას და დაძაბულობას აქრობს.

იფანი(კოპიტი): აქტიური დროა 11_დან 13 საათამდე. ორგანიზმს წმენდს.

ტირიფი: აქტიური დროა საღამოს 18_დან 21 საათამდე. ტირიფი თავის ტკივილს მოგიხსნით.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

1 კომენტარი

Anonymous October 24, 2021 - 1:20 am

ar vicodi namdvilad

პასუხი