fbpx

„ხშირად ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, ოღონდ არ ვაღიარებთ ან ვერ ვხვდებით მიზეზს“

ავტორი ჟოლო
1.5K ნახვა

,,კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო” – ხალხური ანდაზა.

ნუ დააწყობ გეგმებს შენს სასიკეთოდ ისე, რომ სხვას გული ატკინო, თორემ არნახულ ტკივილს მიიღებ.

ნუ დაპირდები ადამიანს იმას, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, ცოდოა, ლოდინში დროს ნუ დააკარგვინებ.

ხშირად ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, ოღონდ არ ვაღიარებთ ან ვერ ვხვდებით მიზეზს.

თუ ეჭვი გეპარება რამეში, იკითხე, ახსნა მოუძებნე ნაფიქრს, ხშირ შემთხვევაში ეჭვი ცილისწამებაა.

დარწმუნებით, შენი სიმართლე შეიძლება დიდ ტყუილად იქცეს, რომელიც გაუგონარ განსაცდელს მოგივლენს.

გამარჯვება დროებითია, მარცხი გარდაუვალი.
ამის ცოდნა აუცილებელია. მშვიდად ჩადექი რიგში მარცხისათვის. თუ მზაკვრული წესებით არ იბრძოლებ ისევ გაიმარჯვებ.
გამარჯვება შენი ცხოვრების გამოცდაა, გააჩნია როგორ ჩააბარებ ამ გამოცდას.

თითოეული ადამიანი სკოლაა, დააკვირდით, გაიაზრეთ და ისწავლეთ.
ის ვინც, თქვენ ჭკვიანი გეგონათ, როგორ იცხოვრა, სად არის, როგორ დაამთავრა ცხოვრება?

ადამიანი დააფასეთ მისი ცხოვრების წესით.
რა წესით ცხოვრობს, რას და როგორ საუბრობს, რას და როგორ აკეთებს, რა წრეში ტრიალებს, რა ან ვინ დგას მის უკან.

ადამიანი, რომელიც ყოველთვის მართალია, თვლის რომ ყველა მას ებრძვის, მისი შურთ და მტრობენ, ასეთი ადამიანი სანდო არ არის, განერიდეთ და შორს დადექით, გეშინოდეთ ასეთი ადამიანის.

როცა ჩაწვდები, შეიცნობ და მიხვდები ცხოვრების არსს, შეეცდები სიღრმისეულად გაიაზრო დრო დაბადებიდან გარდაცვალებამდე, მაშინ შენ განთავისუფლდები ავი ზრახვებისგან, უაზრო დარდისგან და არასწორი მოქმედებისგან.

ყველა ადამიანი თავის თავისთვის დაიბადა, თავისთავს მიხედოს, ამაღლდეს და ბედნიერი იყოს.
ასე სათითაოდ ბედნიერი ქმნის ბედნიერების ხანას. ბედნიერი ადამიანი კეთილია და აბედნიერებს სხვასაც.
ასეთ ადამიანს ჰქვია ღვთისნიერი.

ჯერ შენი თავისთვის უნდა იყო კეთილი, საკუთარი თავი გაიბედნიერე, მერე განგება მოგცემს ძალას და საშუალებას აკეთო სიკეთე და სხვაც გააბედნიერო.

უკვირს ადამიანს, რატომ არის მუდმივ სტრესში, გაუთავებელ გაუგებრობაში და უბედურ დღეში.
– იმიტომ, რომ სხვის საქმეში ერევი, სხვას გინდა დაეხმარო, ჭკუა დაარიგო, ამ დროს თავად ხარ დასახმარებელი.
სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ, სხვას უთმობ შენს ძვირფას დროს და ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით, თან ფიქრობ, იქნებ რამეს გამოდნე.

სხვის შეცდომებზე თუ ვერ ისწავლი, საკუთარმა გამოცდილებამ მაინც დაგვაფიქროს.

დავიწყე და დავამთავრებ ხალხური გამონათქვამით

,,სხვისი მაზიარებელი მოკვდა უზიარებელი”

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment