ერთ-ერთი პოპულარული სასმელი, რომლის გარეშეც ბევრს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, – ყავაა. ექსპერტების შეფასებით, მსოფლიო მასშტაბით, ადამიანები ყოველდღიურად დაახლოებით 2.25 მილიარდ ფინჯან ყავას მიირთმევენ.
ამ სასმელის გაფიქრებისთანავე საამო სურნელთან ერთად , მისი მატონიზირებელი თვისება გახსენდება, – რაც კოფეინის შემცველობის დამსახურებაა. ყავა გვეხმარება ბევრად უფრო ენერგიულად ვიგრძნოთ თავი.
კოფეინი არის მცენარეული ალკალოიდი, რომელიც ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ხსნის დაღლილობასა და ძილიანობას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას. ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ფინჯანი ყავა ხსნის კუნთების დაძაბულობასა და ტკივილს. უნარჩუნებს ორგანიზმს მხნეობას.
დილის ყავა “აღვიძებს” ნერვულ სისტემას და აფხიზლებს ორგანიზმს. ებრძვის მოთენთილობას, დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე. ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს.
მეცნიერების განმარტებით, იგი ტვინს ეხმარება აზროვნებასა და უფრო ეფექტურ მუშაობაში.
ყავის ზომიერად მიღება გვიცავს მეორე ტიპის დიაბეტის, ასევე ალცჰაიმერისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებისაგან. ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში თუნდაც ერთ ფინჯან ყავას მიირთმევენ ცეროზისა და ღვიძლის სხვა დაავადებების გაჩენის რისკი 20 % – ით მცირდება.
იმ ადამიანებს კი რომლების სისტემატურად სვამენ ყავას, იშვიათად ემართებათ პარკინსონის დაავადება და თუ მაინც დაემართათ, ის არ პროგრესირდება.
ამბობენ, რომ მისი სურნელიც კი სასარგებლოა, ის ხსნის უძილობისგან გამოწვეულ სტრესს.
კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში სიამოვნების ჰორმონის გამოყოფას.
ყავას ადამიანის გაბედნიერება შეუძლია, იგი ერთგვარი ანტიდეპრესანტია… მაგრამ ზომიერების დაცვა (როგორც ყველაფერში), აქაც აუცილებელია.