fbpx

„ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს“…

ავტორი admin
90 ნახვა

“მხოლოდ მაშინ ვიტანჯებით, როდესაც რეალობის საწინააღმდეგო ფიქრის გვჯერა. როცა ჩვენი გონება იდეალურად სუფთაა, ჩვენც ის გვსურს, რაც არის. თუ შენ გსურს, რეალობა მოცემულისგან განსხვავდებოდეს, ეს იგივეა კატას ყეფა ასწავლო. შეგიძლია სცადო და სცადო, ბოლოს კი კატა შემოგხედავს და გეტყვის „მიაუ“. ამაოა გსურდეს, რომ რეალობა განსხვავდებოდეს იმისგან, რაც არის.

და თუ დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ასეთ ფიქრს დღეში მინიმუმ ათჯერ მაინც იჯერებ. „ადამიანები უფრო კეთილები უნდა იყვნენ“, „ბავშვები კარგად უნდა იქცეოდნენ“, „ჩემი ქმარი (ცოლი) უნდა მეთანხმებოდეს“, „მე უნდა ვიყო უფრო გამხდარი (უფრო ლამაზი ან უფრო წარმატებული)“. ეს ფიქრები მაგალითია იმისა, რომ გსურდეს რეალობა არსებულისგან განსხვავდებოდეს. თუ ფიქრობ, რომ ეს დამთრგუნველად ჟღერს, მართალი ხარ. ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს.

ადამიანები, რომლებიც „სამუშაოს“ ეცნობიან, ხშირად მეუბნებიან, „კი მაგრამ, რეალობასთან კამათი რომ შევწყვიტო, ეს ხომ დამთრგუნველი იქნებოდა. თუ მე რეალობას უბრალოდ მივიღებ ისეთად, როგორიც არის, პასიური გავხდები. უფრო მეტიც, შეიძლება მოქმედების სურვილიც კი დავკარგო“. მე კი მათ შემდეგი კითხვით ვპასუხობ „დარწმუნებული ხარ, რომ ეს მართალია?“ რომელი უფრო დამთრგუნველია -„ნეტავ არ დამეკარგა სამსახური“ თუ „მე დავკარგე სამსახური. რა ჭკვიანური გამოსავალი შემიძლია ვიპოვო ახლა?“

ბაირონ ქეითი

წყარო: ‎Tinatin Basilaia -თან The Work Of Byron Katie – In Georgia (facilitated by Tinatin Basilaia)

მსგავსი სტატიები

Leave a Comment