fbpx

ყველა კაცი/ქალი ერთნაირია?!

ავტორი ჟოლო
1173 ნახვა
0 კომენტარი
0

ბუდისტები ამბობენ, ვინც გაიგო გონება რა არის, მან ყველაფერი გაიგოო.

ვემოთ მოცემული კითხვები ის კითხვებია, რომელმაც მე ბევრი რამ გამაგებინა და ბევრ საკითხზე  მომცა სწორი გზა.

იზიარებთ თქვენც და თუ ეს კითხვები თქვენც ისევე გამოგზაურებთ საკუთარ თავში, როგორც მე მამოგზაურა, გთხოვთ, შემეხმიანოთ.

რატომ ვიწყებთ რომანტიკულ ურთიერთობას დიდი ენთუზიაზმით, თავისუფლების და მუდმივი სიამოვნების განცდის მოლოდინით და ვამთავრებთ ან ვრჩებით  მსხვერპლის  როლში?

რატომ ვაბრალებთ პარტნიორს ჩვენი არჩევანის განადგურებას, როცა თავად  ვართ ამ ყველაფრის ავტორები/თანაავტორები, აქტორები და რეჟისორები?

რატომ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ არჩევანზე და ვიქცევით უპასუხიმგებლოდ?

რატომ ვართ წარმატებულები სხვაგან და  რომანტიკულ ურთიერთობაში ვერ?

როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, თუ სადაც წარმატებულები ვართ, იქაც ისე მოვიქცეოდით, როგორც რომანტიკული ურთიერთობის დაწყების, მიმდინარეობის და დასრულების დროს? 

სად არის  ის ძლიერი, უშიშარი, მიზანდასახული და კრეატიული  ბიჭი/გოგო როცა საქმე

რომანტიკულ ურთიერთობას ეხება?

როგორი იყო ეს პატარა ბიჭი/გოგო ბავშვობაში, როცა თამაში, გართობა, თავისი სივრცე, დაცულობა უნდადა და რა როლი ეკავა  თავის ოჯახში?

ზუსტად ისე ხომ არ ვიქცევით რომანტიკულ ურთერთობაში, როგორც პატარობაში  ვიქცეოდით და იმავე როლს ხომ არ ვიკავებთ ზრდასრულ ასაკში  პარტნიორთან მიმართებაში?

რატომ გვექცევა ჩვენი პარტნიორი ისე როგორც დედა/მამა გვექცეოდა ბავშვობაში და როტამ ვიქცევით ჩვენ მასთან ისე, როგორც ვიქცეოდით დედასთან ან მამასთან?

ურთიერთობის დასაწყისში რატომ ვერ ვეუბნებით ჩვენს სექსუალურ პარტნიორს რას ველოდებით მისგან და რისი გაკეთება არ შეიძლება ჩვენთან, რა გვტკენს გულს და რა სახის დახმარება გვჭირდება როცა პატარა ბავშვივით გაბუტული, ნაწყენი, შეშინებული, სასოწარკვეთილი ვართ. რატომ გავურბივართ ამ მნიშვნელოვან ამბავზე საუბარს?

სად არის ჩვენი ბავშვობის ბიჭი/გოგო და სად გამოგვადგება მისი მონაწილეობა და როგორ ვაპირებთ მის მოხმობას მისთვის უსაფრთხო გარემოში (როგორ შევიცვლით როლს ბავშვობიდან ზრდასრულობაში და პირიქით)?

რა მოხდება, თუ ჩვენ ზრდასრულ, წარმატებულ მიზანდასახულ, უშიშარ და კრეატიულ ბიჭს/გოგოს დავავალებთ პარტნიორის შერჩევას, მასთან ურთიერთობას და საჭიროების შემთხვევაში ურთიერთობის დასრულებას?

და ბოლოს,  ჩვენი პარტნიორი ზუსტად ისე ხომ არ გვექცევა, ვუყვარვართ და პატივს გვცემს როგორც ჩვენ ვექცევით საკუთარ თავს, გვიყვარს და პატივს მივაგებთ? 🤷‍♂️ ისინი ჩვენ სარკეებად ხომ არ გვევლინებიან, რომ დავინახოთ საკუთარი თავი? 🤷‍♂️

მიშა ავალიანი, ქოუჩი

Misha Avaliani

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

ankara escort