ყველაფერი კარგად სრულდება!
თუ ყველაფერი ცუდად დასრულდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
ყველა შეიძლება წაიქცეს, მაგრამ ძალა – წამოდგომაშია.
წამოდგომაში და გზის გაგრძელებაში.
იბუზღუნეთ, იწუწუნეთ, იტირეთ, იყვირეთ, იჩხუბეთ – ოღონდ იარეთ.
იარეთ და არ გაჩერდეთ!
ბნელ დროს ნათელი ადამიანები კარგად ჩანან!
***^^^^^^^^***^^^^^^^***
იოლია ჩამოყარო ყურები და დანებდე ცხოვრებას, როცა წინ არაფერი მოჩანს. ეს იოლია. ძალიან იოლი.
მთავარია ის, დაინახო ამ „არაფრის“ მიღმა არსებული შენი კუთვნილი რეალობა.
დაინახო ის რეალობა, რომელსაც დღეს ქმნი შენს გონებაში შენივე ცეცხლოვანი აზრებით,
რომელიც შენს გულში ანთია როგორც მოკაშკაშე კოცონი.
აენთე და გაყარე ნაპერწკლები!
აენთე და არ დანებდე!
არ დანებდე მაშინაც კი როცა ყველა და ყველაფერი ამისკენ გიბიძგებს. დადექი მყარად ფეხზე და თქვი:
* მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევცვალო ჩემი თავი და შევცვალო ჩემი ცხოვრება!
* მე ეს შემიძლია!
* მე ამას ვიმსახურებ!
წყარო: რამაზ გიგაური