fbpx

„ყველაზე დიდი და ჯადოსნური საჩუქარი“…

ავტორი ჟოლო
24 ნახვა
0 კომენტარი
0

ჯადოქრობის , სასწაულის მოლოდინი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ქრება. ის, რაც ბავშვისთვის სასწაულია – ზრდასრულისთვის კანონზომიერებაა, რეალური მოლოდინია. გამოდის, რომ მოლოდინებით, ლოგიკით ცხოვრება უინტერესო, დამღლელი და არა ჯადოსნურია. თუმცა, ამავე დროს, საიმედოა.

შობა-ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ვაჩუქოთ ერთმანეთს ჯადოქრობა. გავაკეთოთ ის, რასაც ჩვენგან არ ელიან, ის, რაზეც დოლარის კურსი არ მოქმედებს, ის, რაც ფულით არ იყიდება.

იყო შემოქმედი – ნიშნავს შეგეძლოს გაცემა და მიღება; შეგეძლოს ნდობა, ლოდინი და სიყვარული.

აპატიო, ჩაეხუტო, გაუღიმო, უთხრა “მიყვარხარ”, ბოდიში მოუხადო, ემსახურო, მიიღო ძღვენი, უპირობოდ გასცე, დაიჯერო, ენდო, იზრუნო….. ყველაზე დიდი და ჯადოსნური საჩუქარია.

ანასტასია მარღანია

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი