fbpx

„შემთხვევით მოვხვდი აქ! გამანთავისუფლე! აქ ბნელა და მეშინია! გამიშვი!!!“

ავტორი ჟოლო
174 ნახვა

ფილოსოფიური ზღაპარი წყენაზე

არის ერთი პაწაწუნა, უწყინარი ცხოველი. ის არავის და არაფერს არ ერჩის, რა თქმა უნდა, თუ არ გადაწყვეტ მის მოშინაურებას.

მას ჰქვია წყენა. ის მშვენივრად ცხოვრობს თავისუფლებაში.

ადამიანის ყველა მცდელობა მოაშინაუროს ის,  მთავრდება ცუდად…

ცხოველი შესაძლებელია შემთხვევით მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. ადამიანი ამ პროცესს გრძნობს – მას სწყინს.

როცა პაწაწინა ცხოველი ხვდება ადამიანში ის იწყებს ყვირილს:

„მე შემთხვევით მოვხვდი აქ! გამანთავისუფლე! აქ ბნელა და მე მეშინია! გამიშვი!!!“.

ადამიანების უმრავლესობა დიდი ხანია გადაეჩვია ცხოველებთან საუბარს და აღარ ესმის მისი ყვირილი.

არიან ისეთებიც, ვინც იმ წუთშივე გაანთავისუფლებს ამ პატარა, უწყინარ ცხოველს. მათ კარგად იციან, საუკეთესო გზა, ეს არის – სანამ პატარაა გაუშვა.

მაგრამ სამწუხაროდ არიან ისეთებიც, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ სურთ მასთან დამშვიდობება. ისინი მას ისაკუთრებენ, ელოლიავებიან, გამუდმებით ფიქრობენ მასზე…

მიუხედავად იმისა, რომ მას ასე ეფერებიან ცხოველს მაინც არ მოსწონს ადამიანში. ის ტრიალებს, ეძებს გამოსავალს და რადგანაც, მას სუსტი მხედველობა აქვს, ამას ვერ ახერხებს. აი, ასეთი მოუხერხებელი ცხოველია. ადამიანიც კარგი ჯიუტია – დაიძაბება, მოიღუშება და არაფრით არ უნდა გაშვება. არა და პაწაწუნა ცხოველს შია. როცა მიხვდება რომ ვერსად გაიქცევა, იწყებს ყველაფრის ჭამას, რასაც კი იპოვის.

ადამიანი განა ვერ გრძნობს ამას? როგორ არა – ხან აქ ასტკივდება, ხან იქ… მაგრამ მაინც არ უშვებს, რადგანაც მიეჩვია ამ ტკივილით ცხოვრებას.

პატარა ცხოველი კი ჭამს… იპოვის რამე გემრიელს ადამიანის შიგნით, მიეკრობა და წოვს და წოვს… შესაბამისად ის იზრდება… ბოლოს და ბოლოს შეეზრდება სადმე და თავისდაუნებლიედ ხდება მისი ნაწილი. თუ ადამიანი სუსტია, თავს ცუდად გრძნობს. ამ დროს ცხოველი კი პირიქით – შეეგუა და იზრდება…

ადამიანი კი აზრზეც არ არის, იმისათვის რომ კარგად გახდეს საკმარისია, მცირედი რამ გააკეთოს  – აიღოს და გაუშვას!!! მისთვისაც კარგია და წყენაც განთავისუფლდება ტყვეობისგან…

მორალი: წყენა – ეს სულის მდგომარეობაა. ძირითადად ჩვენ ვწყვეტთ, ვიყოთ თუ არა გაბრაზებული.

მომავალში როცა გადაწყვეტთ – დარჩეთ თუ არა ვინმეზე ნაწყენი, დაფიქრდით: ნუთუ ასეთი სასიამოვნოა საკუთარი თავის შეცოდება? მტაცებელი კარგად გრძნობს სუსტს და თავს ესხმის მას. ასე რომ გაუშვით წყენა, იაროს მან თავისი გზით! თქვენ კი იხარეთ ცხოვრებით!

წყარო: https://zrda.wordpress.com/2014/12/21/philosofiuri-zgapari/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment