fbpx

„ამაოდ ვეძებდი საქართველოს, ქართულ ტრადიციებსა და კულტურას სხვაგან“…

ავტორი ჟოლო
262 ნახვა

„ბავშვობაში, საქართველოში  ცხოვრების პერიოდში, მეგონა რომ მსოფლიო საქართველოსავით ლამაზი, თბილი, მდიდარი კულტურისა და ტრდიციების მქონე იყო, მაგრამ იმის შემდეგ რაც სამ კონტინენტზე და ოთხ ქვეყანაში ვიცხოვრე და ამავე დროს მსოფლიოსაც ინტერესით შემოვურბინე, მივხვდი რომ ამაოდ ვეძებდი საქართველოს, ქართულ ტრადიციებსა და კულტურას სხვაგან…

რა თქმა უნდა ბევრ ქვეყანას აქვს ლამაზი ბუნება, გემრიელი სამზარეულო, ტრადიციები მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გულწრფელი მეგობრობა და შეხმატკბილებული ქართული ურთიერთობებია… უფალმა გვიმრავლოს და გაგვიძლიეროს ერთგული მეგობრები. მიყვარხართ!“          – წერს სოციალურ ქსელში ჰოლანდიაში მცხოვრები ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო, რომელიც ძირითადად ქართული კულტურის წარმოჩენითა და საქართველოს პოპულარიზაციით არის დაკავებული. საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ თიკას შვილს გიორგის საქართველოს მხარდასაჭერად საქველმოქმედო ფონდი აქვს დაფუძნებული. 2017 წელს გიორგი ბროწლიანის შშმ პირთა ცენტს დაეხმარა.  უწყვეტი წყალმომარაგების სისტემა შეუქმნა და ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკაც აჩუქა. 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment