fbpx

„მენატრები უსაშველოდ დეე, რა გავაკეთო, ვეღარ ვუძლებ უშენობას“ -ემიგრანტი შვილის მესიჯი დედას

ავტორი ჟოლო
409 ნახვა

„გიოოო, გაუძელი, ცოტა დარჩა!!! ❤️“

„მართლაც როგორი ტანჯვაა ეს მონატრება😓ნეტა მალე დასრულდებოდეს და მალე ახდებოდეს ყველას ოცნება

გიო😢 ძალიან მესმის 🤗 სულ ცოტაღა დარჩა🤗 შენს გვერდით ვართ ყველა“ ❤️ 

ასე ამხნევებენ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები გიორგი ნიკოლაიშვილს, ბიჭს, რომელიც არამარტო  მათი, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული ქართველების იმედი და დამხმარეა. ბიჭს, რომლის თანადგომამ და სიკეთემ ბევრ ადამიანს  შეუმსუბუქა ყოფა … 

უცხოეთში „გადახვეწილებს“ ყველაზე მეტად რაც სტკივათ მონატრებაა, ჰოდა, ამ მონატრებამ დააწერინა ჩვენ გმირს სტატუსი, რომელსაც უამრავთა გამოხმაურება და გამამხნევებელი კომენტარი მოჰყვა.

გიორგი ნიკოლაიშვილი: როგორ ნათელ ფერებში ჩანს ჩემი ცხოვრება, ბედნიერი და მოჩვენებითი ფოტოებით, დაყენებული ღიმილითა და ხმით, ზოგჯერ ტყუილიც, რომ კარგად ხარ, რომ არაფერი გიჭირს..

თავს აიძულებ შეიყვარო გარემო, ქვეყანა, ქალაქი.. სადაც ცხოვრობ.

მეგობრებიც ბევრი გყავდეს, რომ არ იგრძნო მარტოობა.

ემიგრაციაში მარტო ყოფნა დროებითი ობლობაა, ეს დრო ზოგჯერ თვეები, ზოგჯერ კი ათწლეულები გრძელდება.

მენატრები უსაშველოდ დეე, რა გავაკეთო, ვეღარ ვუძლებ უშენობას..

აღარაფერი მახალისებს, არც არავინ მინდა.. მხოლოდ შენი ერთი ჩახუტება, ყელში კოცნა მინდა…

Daji Gogiashvili 😢❤️

გიორგი ნიკოლაიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment