fbpx

დიზაინი, რომელიც თავად დიზაინერს ასახავს!

ავტორი ჟოლო
36 ნახვა

ინტერიერის დიზაინი ხშირად დამკვეთის პიროვნებასა და სტილს ერგება, ალბათ ხშირად დაგისვავთ კითხვა, როგორ გამოიყურება სივრცე, სადაც თავად დიზაინერი ცხოვრობს, ან იცხოვრებდა?

გთავაზობთ, Art Line Studio-ს ინტერიერის დიზაინერის, დავით კავლელაშვილის საცხოვრებელი ბინის ინტერიერის დიზაინ-პროექტს, რომლის ჯამური სასარგებლო ფართობი შეადგენს 47 კვ.მ-ს და დიზაინერისთვის საჭირო სივრცეების გათვალისწინებითა და განახლებული გეგმარებით მოიცავს:

▪️ჰოლი

▪️სველი წერტილი

▪️სტუდიო

▪️სამუშაო სივრცე

▪️საძინებელი

რაც მთავარია დიზაინ-პროექტის სავიზუალიზაციო მასალა გადმოსცემს ჰარმონიის, ფუნქციურობისა და ესთეტიკის იდეალურ ნაზავს.

✨️ სამზარეულო: მინიმალისტური, მაგრამ დახვეწილი. ნეიტრალური ტონები, ბუნებრივი ქვის ზედაპირები და განათება ქმნის ელეგანტურ და კომფორტულ გარემოს.

✨️ მისაღები ზონა: თბილი ფერები, ბუნებრივი ტექსტურები და მხატვრული კედლის დეკორი ქმნის მყუდრო და სტილისტურად დახვეწილ სივრცეს. მყუდრო დივანი და ინდივიდუალური განათება – იდეალური ბალანსი კომფორტსა და ესთეტიკას შორის.

✨️ დეკორატიული ელემენტები: თანამედროვე და ბუნებრივი მასალების შერწყმა სივრცეს სითბოსა და სიღრმეს მატებს. მინიმალური ავეჯი, ხარისხიანი ტექსტილები და დეტალებზე ყურადღება ინტერიერს უნიკალურ სივრცედ აქცევს.

◾️დიზაინ-პროექტის ავტორი: ინტერიერის დიზაინერი დავით კავლელაშვილი.

➡️ Art Line Studio აღნიშნული დიზაინ-პროექტის რეალიზებისა და სარემონტო სამუშაოების მიმდინარე პროცესებს პერიოდულად წარმოგიდგენთ 🤎

📩 გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment