თებერვალია…
იანვრის მხიარული, ხმაურიანი დღეები მიილია.
ჩემთვის იანვრის ბრჭყვიალი თვის ბოლომდე გრძელდება, მიწურულში მაქვს დაბადების დღე.
ასე რომ, ერთთვიანი თაბრუდამხვევი, სიცილიანი დღეების შემდეგ, სიმშვიდე და დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნოა.
თითქოს დიდხნიანი მოგზაურობის შემდეგ საკუთარ თავთან ბრუნდები.
სიმშვიდე, ჰარმონია, ფიქრები, გეგმები…
დღეს 13 თებერვალია, საღამო.
ხვალ14 თენდება, „ვალენტინობაა“.

ძველი ფერგასული მოგონებები მჭიდროდ დახურული სკივრიდან ამოლაგდნენ.
ამოლაგდნენ და კადრებად გაცოცხლდნენ.
ზოგი საკმაოდ ფერწასულია, ზოგი კი ხასხასა, ფერადი, მკვეთრი…
მეღიმება…
ახლა ყველაფერზე მეღიმება…
იმაზეც კი, რაზეც ადრე გულისამოვარდნამდე მიტირია…
აი ასე, აეშალა საღერღელი მოგონებების სკივრს და აქაქანდა.
მისი დაუსრულებელი ქაქანი, ახლა მხოლოდ ღიმილებსა და სასიამოვნო ჟრუანტელს იწვევს…
სიყვარული მხოლოდ ერთხელ არ მოდის!!!
მაგრამ ზოგიერთს, რაღაც განსაკუთრებული აქვს, რაღაც უფრო ღრმა…
უფრო სასიამოვნო და საინტერესო …
მოკლედ ის კაცი გამახსენდა, მე რომ მიყვარდა!!!
ის კაცი, რომელზე მეტად შეყვარებული კაცი დღემდე არ მინახავს!!!
ის კაცი, რომელსაც ვუყვარდი, მაგრამ ვერასოდეს მომიწონა!!!
ის კაცი, რომელთანაც მთელი ცხოვრება, ბედნიერად უნდა მეცხოვრა…
და მართლა რამდენ რამეს ინახავენ ჩვენი მოგონებები…
ხელები…
თვალები…
ტუჩები…
და მივხვდი, რომ სიყვარული ნამდვილი უნდა იყოს!!!
ნამდვილი!!!
ურთიერთობის დასრულების მიუხედავად.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ხვდები, თუ რამდენი რამ გასწავლა, მოგცა…
როგორ გაიზარდე…
ისევ ღიმილი და სასიამოვნო ჟრუანტელი სხეულში…
დღეს 13 თებერვალია, საღამო.
ხვალ14 თენდება, „ვალენტინობაა“.
მთელი შეკოწიწებული სიმშვიდე და ჰარმონია დაირღვა, აიბურდა, აიწეწა.
ავღელდი…
საოცრად სასიამოვნო ღელვა იყო!!!
p.s. გილოცავთ სიყვარულის დღეს.
ნამდვილი სიყვარული მინდა გისურვოთ!!!
აი, ისეთი მუცელში, რომ პეპლები ფრთხიალებენ.
სიყვარულს, რომლის ცეცხლიც გიზგიზებს და არ ნელდება, სიმხურვალე კი არ წვავს სულს ათბობს.
ქალბატონებს კი გეპატიჟებით სამომხმარებლო პროგრამაზე „სასიყვარულო თამაშები“, რომელიც მალე დაანონსდება.
თამარა ქურდაძე 13.02.2024
გამოიწერეთ და თვალი ადევნეთ ჩემს გვერდს!!!