fbpx

ძაღლის მოტანილი წერილი

ავტორი ჟოლო
536 ნახვა

…ერთხელ ჩემი სახლის ეზოში დაღლილი ძაღლი შემოვიდა. მშვენიერი საყელოც ეკეთა, კარგად ნაკვებიც ჩანდა და ბალანიც ჯანმრთელად უბზინავდა – ეტყობოდა, რომ სრულებითაც არ იყო უპატრონო და კარგადაც უვლიდნენ. ძაღლი მშვიდად მომიახლოვდა და მეც მოვეფერე – თავზე ხელი გადავუსვი და დრუნჩიც მოვუჩეჩე. სახლში შემომყვა, კარებთან დაგდებული სუფთა ფეხსაწმენდი კბილებით კუთხეში გაათრია, ზედ წამოწვა, კარგად მოკალათდა და დაიძინა.

…მეორე დღეს ისევ მოვიდა, ეზოშივე მომესალმა – ხელი გამილოკა – ისევ სახლში შემომყვა, იმავე ფეხსაწმენდზე წამოწვა და ისევ დაიძინა.

ასე გრძელდებოდა ორიოდე კვირა, ჩემი ინტერესი კი სულ უფრო იზრდებოდა, რადგან ძაღლი საჭმელს არ ეკარებოდა – როგორც ჩანს, სულაც არ მოდიოდა მშიერი – თუმცა ძილის გარეშე არცერთი დღე არ გამოუტოვებია.

….ბოლოს საყელოში წერილი ჩავუდე: „მინდა ვიცოდე, ვინაა ამ მშვენიერი ძაღლის პატრონი და იცის თუ არა მან (ანუ – თქვენ), რომ ის (ანუ – ძაღლი) ყოველდღე დადის ჩემთან დასაძინებლად“.

მეორე დღეს ძაღლი ჩვეულებრივად მოვიდა და საყელოში ჩემი წერილის პასუხი ედო: „ის (ანუ – ძაღლი) ცხოვრობს სახლში, სადაც ექვსი ბავშვი იზრდება, რომელთაგან ორი ჯერ სამი წლისაც არაა. ასე, რომ ის (ანუ – ძაღლი) უბრალოდ ცდილობს, სადმე გამოიძინოს. შეიძლება, ხვალ მეც მოვიდე?

წყარო: ლანა შენგელია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment