fbpx

„ნაწყენი გავიდა და გარეთ სერიოზულ ლექსუსში ჩაჯდა“ …

ავტორი ჟოლო
75 ნახვა

დღეს მაღაზიაში მყიდველი შემოვიდა და ზამბახიანი რვეული მინდაო. მე და სოფომ ძებნა დავიწყეთ, მაგრამ ზამბახიანი ვერ ვიპოვეთ და გვირილებიანი არ გინდათო? – სოფომ ჰკითხა.

არა, ზამბახიანი მინდაო.

ისევ დავძებნეთ, ვარდებიანი ვიპოვეთ.

თქვენ რა, დამცინითო?! – დაგვიყვირა.

ზამბახიანი საერთოდ არ გამოდის-მეთქი, ვუთხარი, – იქნებ იასამნიანი მაინც წაგეღოთ-მეთქი…

და აბა ეს რა არისო, წამოიყვირა და თაროდან ზამბარიანი რვეული ჩამოიღო. ეს ხო ზამბახიანიაო?!

ეს ზამბარიანია-მეთქი და ეგ ერთი და იგივე არ არისო?!

ნაწყენი გავიდა და გარეთ სერიოზულ ლექსუსში ჩაჯდა.

წყარო: Aleko Shugladze

მსგავსი სტატიები

Leave a Comment