fbpx

არავინ იცის, როდის მოვა სიკვდილი …

ავტორი დეა თავბერიძე
142 ნახვა

სიკვდილი – ადამიანის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე მყარი და შეუცვლელი სიმართლე, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ კანონს, არც ჩვენს სურვილს, არც გეგმას, არც დროთა სვლას… არავინ იცის როდის მოვა, როდის ჩაგვჭიდებს ხელს და როდის გაგვიყოლებს…

მაგრამ რატომღაც გვავიწყდება ეს!

გვავიწყდება ის, რომ თითოეული დღე ღირებული უნდა იყოს.

სანამ აქ ვართ და სანამ ვცოცხლობთ, – მართლა უნდა ვიცოცხლოთ…

ყოველი წუთით უნდა დავტკბეთ, ვისიამოვნოთ, დღე გავილამაზოთ…

საკუთარი თავი უფრო მეტად შევიყვაროთ, უფრო მეტად გავანებივროთ…

ტკბილი სიტყვა ვუთხრათ ერთმანეთს, უფრო მეტად მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ…

წყენა, ტყუილი, სიყალბე, ფარისევლობა დავივიწყოთ…

სიყვარული გავავრცელოთ …

კარგი საქმეები ვაკეთოთ, ხშირად გავიღიმოთ…

ბევრი ვიცეკვოთ, ბევრი ვიმღეროთ…

უბრალოდ ვიბედნიეროთ, რადგან

არავინ იცის, როდის მოვა სიკვდილი, როდის ჩაგვჭიდებს ხელს და როდის გაგვიყოლებს ….

ნეინეი, სიყვარულის გამავრცელებელი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment